მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკი ობლიგაციებს ბიტკოინზე გაყიდის

მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკი ობლიგაციებს ბიტკოინზე გაყიდის

მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკი ობლიგაციებს ბიტკოინზე გაყიდის, საუბარია China Construction Bank-ზე, რომელიც აპირებს ციფრული ბონდების გამოშვებას, რომლის გადაცვლაც ბითკოინზე იქნება შესაძლებელი.

შესაბამისად ეს იქნება მსოფლიოში ფასიანი ქაღალდების პირველი საჯარო შეთავაზება ბლოკჩეინზე და ის ხელმისაწვდომი იქნება ინვესტორებისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ფასიანი ქაღალდის ფასი $100-დან დაიწყება. ობლიგაციების საერთო მოცულობა კი $3 მილიარდამდე იქნება.

ფასიან ქაღალდებს ჩინური ბანკის – China Construction Bank-ის მალაიზიაში მდებარე ფილიალი გამოუშვებს. ობლიგაციები განთავსდება Fusang Exchange-ზე, რომელიც კრიპტოვალუტებსაც იღებს, როგორც გადახდის საშუალებას.

“ბონდების გამოშვება მიზნად ისახავს ფინტექ კომპანიებისა და უფრო ფართო ფინანსურ ბაზრებს შორის არსებული სიცარიელის შევსებას“, – განაცხადა China Construction Bank-ის ერთ-ერთმა აღმასრულებელმა ფელიქს ფენ ციმ.

ცნობისთვის, ბოლო კვირების განმავლობაში, ბითკოინების ფასი იზრდება. ამ სტატიის გამოქვეყნების პერიოდში კრიპტოვალუტის ფასი $ 15,400-ს აღწევდა. შეგახსენებთ, ბითკოინის ფასის პიკი დაახლოებით $20 000 იყო 2–3  წლის წინ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.