მსოფლიოს ორი უმდიდრესი ადამიანის კომპანიები ერთმანეთთან კოსმოსურ კონკურენციაში შედიან

მსოფლიოს ორი უმდიდრესი ადამიანის კომპანიები ერთმანეთთან კოსმოსურ კონკურენციაში შედიან

მსოფლიოს ორი უმდიდრესი ადამიანის – ილონ მასკის და ჯეფ ბეზოსის კომპანიები ერთმანეთთან კონკურენციაში თანდათან უფრო ღრმად შედიან.

საუბარია SpaceX-სა და Amazon-ის კოსმოსურ ბიზნესებზე. SpaceX-მა უკვე მოიპოვა აშშ-ის მთავრობისგან ნებართვა რომ ათასობით თანამგზავრი გაგზავნოს გლობალურ თანამგზავრულ სისტემა Starlink-ზე, რომელიც თავისი შექმნილია. თუმცა, მათი გეგმებია ასევე რომ რამდენიმე ათასი თანამგზავრი უფრო დაბალ სიმაღლეზე განათავსონ, ვიდრე ეს ამდრომდე იყო დაგეგმილი. Starlink-ის კონკურენტი კი  Amazon-ის მიერ შექმნილი Project Kuiper-ია. ამ უკანასკნელს თანამგზავრები ჯერ არ გაუშვია, თუმცა, მას ამ პროექტისთვის ლიცენზია უკვე მიღებული აქვს.

Amazon-ის ამჟამინდელი გეგმების მიხედვით, ისინი თანამგზავრების გაშვებას დედამიწის ზედაპირიდან 590 კილომეტრის სიმაღლეზე აპირებენ. SpaceX-ის გეგმებში კი დაახლოებით 3000 თანამგზავრის 540-დან 570-მდე კილომეტრის სიმაღლეზე გაშვებაც შედის. ამაზე ბეზოსის კომპანიაში ამბობენ, რომ ძალიან ახლოს გამოდის ორი სისტემა ერთმანეთთან. მათივე თქმით, Starlink-ის თანამგზავრების სიგნალები ხელს შეუშლის Project Kuiper-ის თანამგზავრების სიგნალებს.

ამ განცხადებებს, SpaceX-ის დირექტორი დევიდ გოლდმანი 22 იანვარს ფედერალური კომუნიკაციების კომისიისთვის გაგზავნილ წერილში ეხმაურება და აცხადებს, რომ Amazon-ს არასაკმარისი არგუმენტები აქვს და ასევე ის აიგნორებს SpaceX-ის მოდიფიცირებულ გეგმებს.

“ფაქტი მარტივია, ჩვენ შევქმენით Kuiper System ისე, რომ Starlink-თან გადაკვეთა თავიდან აგვერიდებინა, ახლა კი SpaceX-ს სურს, რომ თავისი სისტემის დიზაინი შეცვალოს“, – განაცხადა Amazon-მა.

მასკმა კი “ტვიტერზე“ დაწერა: “ეს იმას არ ნიშნავს, რომ Starlink-ი აქილევსის ქუსლი გახდეს Amazon-ის თანამგზავრული სისტემისთვის, რომელსაც საუკეთესო შემთხვევაში ოპერირების დაწყებამდე რამდენიმე წელი აშორებს“.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.