მსოფლიოს ყველაზე დატვირთული აეროპორტები მგზავრთა რაოდენობის მიხედვით

მსოფლიოს ყველაზე დატვირთული აეროპორტები მგზავრთა რაოდენობის მიხედვით

აეროპორტი თავისი ნელი რიგებით და ხმაურიანი გასასვლელებით ალბათ დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი და სტრესის გამომწვევი ადგილია. კომერციულ საჰაერო მგზავრობასთან დაკავშირებული ნეგატიური შეგრძენებების მიუხედავად, ეს მაინც ძალზე შთამბეჭდავი სისტემაა. საჰაერო ტრანზიტის უმსხვილეს ჰაბებში მგზავრთა რაოდენობა დიდი ქვეყნების მოსახლეობას აჭარბებს.

ქვემოთ მოცემულ ინფოგრაფიკაში გამოყენებულია აეროპორტების საერთაშორისო საბჭოს (ACI) მონაცემები მსოფლიოს 10 ყველაზე დატვირთული აეროპორტის გამოსავლენად, თვითმფრინავით გამგზავრებულ და ჩამოსულ მგზავრთა რაოდენობის მიხედვით. ტრანზიტში მყოფი მგზავრები დათვლილია ერთხელ.

ყველაზე დატვირთული აეროპორტები (2022 წ.)

2022 წელს მსოფლიოში მგზავრთა ნაკადი 7 მილიარდს მიუახლოვდა, რაც 2021 წელთან შედარებით თითქმის 54 პროცენტით მეტია, პანდემიის პერიოდთან შედარებით კი 74 პროცენტით მეტი.

ქვემოთ მოცემულია უფრო დეტალური მონაცემები, თითოეულ აეროპორტში წლიური ზრდის ჩათვლით:

#აეროპორტიქალაქიმგზავრების რაოდენობა (2022)წლიური ცვლილება
1ატლანტის ჰარსტფილდ-ჯექსონის საერთაშორისო აეროპორტი (ATL)ატლანტა93,699,63024%
2დალას-ფორტ-უორტის საერთაშორისო აეროპორტი (DFW)დალასი73,362,94618%
3დენვერის საერთაშორისო აეროპორტი (DEN)დენვერი69,286,46118%
4ჩიკაგოს ო’ჰეირის საერთაშორისო აეროპორტი (ORD)ჩიკაგო68,340,61927%
5დუბაის საერთაშორისო აეროპორტი (DXB)დუბაი66,069,981127%
6ლოს-ანჯელესის საერთაშორისო აეროპორტი (LAX)ლოს-ანჯელესი65,924,29837%
7სტამბოლის აეროპორტი (IST)სტამბოლი64,289,10774%
8ჰითროუს აეროპორტი (LHR)ლონდონი61,614,508218% 
9ინდირა განდის საერთაშორისო აეროპორტი (DEL)ნიუ-დელი59,490,07460%
10პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტი (CDG)პარიზი57,474,033119%

გასულ წელს აღნიშნულმა აეროპორტებმა მსოფლიოს მგზავრთა 10 პროცენტი გაატარეს. ACI-ის გენერალური დირექტორის თქმით, ამ აეროპორტების ნახევარი აშშ-ში მდებარეობს და მათში მგზავრთა რიცხვი დიდწილად შიდა მოგზაურთა ხარჯზე გაიზარდა.

მგზავრთა ყველაზე დიდი რაოდენობა (94 მილიონი ადამიანი) ატლანტის აეროპორტმა მიიღო, ხოლო მგზავრთა ნაკადის ყველაზე დიდი წლიური ზრდა (217%) ლონდონის ჰითროუს აეროპორტში დაფიქსირდა.

2021-2022 წლებში ასეთი დიდი პროცენტული ზრდა ჩვეულებრივ პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების შემცირებას ან სრულ მოხსნას უკავშირდება.

მოგზაურობის სფეროს სამომავლო პერსპექტივები

მგზავრთა გაზრდილი ნაკადების მიუხედავად, მოგზაურობისა და ტურიზმის სფერომ ჯერ კიდევ ვერ მოახერხა სრულად აღდგენა და პანდემიამდელი პიკური ნიშნულების მიღწევა, თუმცა ის ამასთან ახლოსაა.

მოგზაურობისა და ტურიზმის მსოფლიო საბჭოს ბოლო ანგარიშის მიხედვით, აღნიშნულმა სფერომ 2019 წლის საბაზრო მოცულობის 95 პროცენტი აღადგინა. მოგზაურობისა და ტურიზმის სფეროში სამუშაო ადგილების მხრივაც დაფიქსირდა გამოსწორება. 2022 წელს ამ სფეროში დასაქმებულთა რაოდენობა 21.6 მილიონით გაიზარდა და 295 მილიონს გადააჭარბა. მსოფლიო მასშტაბით ყოველი 11 სამუშაო ადგილიდან ერთი მოგზაურობისა და ტურიზმის სფეროზე მოდის. გასულ წელს უცხოელი ტურისტების მიერ დახარჯული თანხები ასევე რეკორდული მაჩვენებლით (82%) გაიზარდა და ჯამში $1.1 ტრილიონი შეადგინა. საერთო ჯამში, მოგზაურობისა და ტურიზმის სფეროში მიმდინარე ტენდენციები დადებითა.

ბევრ პოპულარულ ტურისტულ ადგილას ვიზიტორების მიერ დახარჯულმა თანხებმა უკვე გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს. მშპ-ში ტურიზმის წილის მხრივ, 34 ქვეყანა პანდემიამდე არსებულ დონეს დაუბრუნდა.

მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში ომი და მსგავსი კონფლიქტები გარკვეულწილად აფერხებენ აღდგენას, ჩინეთისა და სხვა ქვეყნების მიერ საზღვრების გახსნის ბოლოდროინდელი ნაბიჯები ხელს შეუწყობს მოგზაურობისა და ტურიზმის სფეროს ზრდას.