მსოფლიოში ნავთობის ყველაზე მსხვილი დადასტურებული რეზერვები ვენესუელას აქვს. World Atlas-ის მონაცემებით, ვენესუელამ, როგორცმსოფლიოში ნავთობის უმსხვილესი მარაგების მქონე ქვეყანამ, არც თუ ისე დიდი ხნის წინ გაუსწრო საუდის არაბეთს, რომელიც ამჟამად მეორე პოზიციაზეა. ორივე ქვეყანა ერთად კი მსოფლიო ნავთობის მარაგების 1/3-ს ფლობენ.
მსოფლიოს 10 ქვეყანა, ყველაზე მეტი ნავთობით შემდეგია:
- ვენესუელა – 300 000 000 ბარელი
- საუდის არაბეთი – 266 455 000 ბარელი
- კანადა – 169 709 000 ბარელი
- ირანი – 158 000 000 ბარელი
- ერაყი – 142 503 000 ბარელი
- ქუვეითი – 101 500 000 ბარელი
- არაბეთის გაერთიანებული საემიროები – 97 800 000 ბარელი
- რუსეთი – 80 000 000 ბარელი
- ლიბია – 48 363 000 ბარელი
საქართველოს მეზობელი აზერბაიჯანი სიაში მეოცე ადგილზეა 7 მლნ ბარელი ნავთობის დადასტურებული რეზერვით.
მიუხედავად იმისა, რომ სიაში პირველი არ არის, ექსპორტის კუთხით კვლავ საუდის არაბეთი ლიდერობს – მსოფლიოში ნედლი ნავთობის ექსპორტის15.9% სწორედ საუდის არაბეთზე მოდის, ვენესუელაზე კი მხოლოდ 2.7%.
რაც შეეხებათ კომპანიებს, რომლებიც ნავთობის ყველაზე მეტ მარაგებს ფლობენ, 2017 წლის მონაცემები შემდეგია:
- Exxon Mobil Corporation – 2.940 მლრდ ბარელი
- ConocoPhillips – 1.974 მლრდ ბარელი
- Chevron Corporation – 1.916 მლრდ ბარელი
- EOG Resources, Inc. – 1.808 მლრდ ბარელი
- BP p.l.c. – 1.669 მლრდ ბარელი