მთავრობა მთლიან შიდა პროდუქტში განათლების წილის 11%-მდე ზრდას გეგმავს. პრემიერის მიერ გაცხადებული გეგმის მიხედვით, ყოველწლიურად ბიუჯეტის 25% განათლებაზე უნდა მიიმართოს. ახალი საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, 2020 წელს განათლების ბიუჯეტი იქნება 2 მილიარდი ლარი, 2021 წელს – 2 500 000 000 ლარი, 2022 წელს კი გაუტოლდება მშპ-ს 6 %-ს და იქნება – 3 მილიარდ 400 მილიონი ლარი.
Forbes-ი დაინტერესდა რა წილი უკავია ევროპის სხვადასხვა ქვეყნების მშპ-ში განათლებაზე გამოყოფილ თანხებს. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი ევროკავშირში საშუალოდ 4.7%-ია, საქართველოში კი 3.8%.
მთავრობის დანახარჯები განათლებაზე – წილი მშპ-ში სხვადასხვა ქვეყნებში შემდეგია:
- ისლანდია – 7.1%
- დანია – 6.9%
- შვედეთი – 6.6%
- ბელგია – 6.4%
- ფინეთი – 6.1%
- ესტონეთი – 5.9%
- შვეიცარია – 5.6%
- ლატვია – 5.5%
- საფრანგეთი – 5.4%
- პოლონეთი – 5%
- უნგრეთი – 4.9%
- ავსტრია – 4.9%
- გაერთიანებული სამეფო – 4.7%
- ჩეხეთი – 4.5%
- გერმანია – 4.2%
- საქართველო – 3.8%
- რუმინეთი – 3.7%