მთავრობის დანახარჯები განათლებაზე ევროპის ქვეყნებსა და საქართველოში

მთავრობის დანახარჯები განათლებაზე ევროპის ქვეყნებსა და საქართველოში

მთავრობა მთლიან შიდა პროდუქტში განათლების წილის 11%-მდე ზრდას გეგმავს. პრემიერის მიერ გაცხადებული გეგმის მიხედვით, ყოველწლიურად ბიუჯეტის 25% განათლებაზე უნდა მიიმართოს. ახალი საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, 2020 წელს განათლების ბიუჯეტი იქნება 2 მილიარდი ლარი, 2021 წელს – 2 500 000 000 ლარი, 2022 წელს კი გაუტოლდება მშპ-ს 6 %-ს და იქნება – 3 მილიარდ 400 მილიონი ლარი.

Forbes-ი დაინტერესდა რა წილი უკავია ევროპის სხვადასხვა ქვეყნების მშპ-ში განათლებაზე გამოყოფილ თანხებს. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი ევროკავშირში საშუალოდ 4.7%-ია, საქართველოში კი 3.8%.

მთავრობის დანახარჯები განათლებაზე – წილი მშპ-ში სხვადასხვა ქვეყნებში შემდეგია:

  • ისლანდია – 7.1%
  • დანია – 6.9%
  • შვედეთი – 6.6%
  • ბელგია – 6.4%
  • ფინეთი – 6.1%
  • ესტონეთი – 5.9%
  • შვეიცარია – 5.6%
  • ლატვია – 5.5%
  • საფრანგეთი – 5.4%
  • პოლონეთი – 5%
  • უნგრეთი – 4.9%
  • ავსტრია – 4.9%
  • გაერთიანებული სამეფო – 4.7%
  • ჩეხეთი – 4.5%
  • გერმანია – 4.2%
  • საქართველო – 3.8%
  • რუმინეთი – 3.7%

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *