„მწვანე კონცხი ბოტანიკოს“ სააღდგომო აქცია – ფასდაკლება ბინებზე და 10 ათას ლარიანი ვაუჩერი საჩუქრად

„მწვანე კონცხი ბოტანიკოს“ სააღდგომო აქცია – ფასდაკლება ბინებზე და 10 ათას ლარიანი ვაუჩერი საჩუქრად

„მწვანე კონცხი ბოტანიკოს“ უპრეცედენტო სააღდგომო შეთავაზება აქვს. 15 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით, დაინტერესებულ პირებს საცხოვრებელ კომპლექსში ბინების შეძენა 7%-იანი ფასდაკლებით შეეძლებათ. ამასთან ერთად, დამატებით საჩუქრად ელიტ ელექტრონიქსის 10 ათას ლარიან ვაუჩერს მიიღებენ.

რატომ „მწვანე კონცხი ბოტანიკოს“ საცხოვრებელი კომპლექსი?

„მწვანე კონცხი ბოტანიკო“ „სილქ როუდ ჯგუფისა“ და „ანაგის“ ერთობლივი პროექტია. საცხოვრებელი კომპლექსი ბათუმიდან 9 კმ.-ში მდებარეობს და პროექტის სახელწოდებაც სივრცის განუმეორებელ სიმწვანეს, მის სიახლოვეს მდებარე ბოტანიკურ ბაღს, ულამაზეს ზღვის ხედებს, კენჭებიან სანაპიროს და სიმშვიდეს უკავშირდება.

პროექტის დეველოპერების უმთავრეს ამოცანას თანამედროვე არქიტექტურის ბუნებასთან და სიმწვანესთან ჰარმონიული შერწყმა წარმოადგენდა. სწორედ ამიტომ, „მწვანე კონცხი ბოტანიკოს“ საცხოვრებელი ფართები ისე არის დაპროექტებული, რომ თითოეული ბინიდან ფართო ხედი იშლება ზღვაზე. ხოლო სუბტროპიკული მიკროკლიმატისა და საუკუნოვანი, უნიკალური კოლექციით განთქმული ბოტანიკური ბაღის სიახლოვის გამო, პროექტის შემოგარენი მრავალფეროვანი მცენარეული საფარით გამოირჩევა.

რა ტიპის ბინებს გთავაზობთ ბოტანიკო და რა მდგომარეობაში მიიღებთ მათ?

„მწვანე კონცხი ბოტანიკო“ შედგება ორი დამოუკიდებელი საცხოვრებელი და ერთი გასართობ-გამაჯანსაღებელი ბლოკისგან. საერთაშორისო სტანდარტებით აშენებული ბინების ჩაბარება ხდება დასრულებული რემონტით, გათბობისა და კონდიცირების ინდივიდუალური სისტემებით, სამზარეულოს ავეჯით, ტექნიკით, სრულად მოწყობილი სველი წერტილებითა და ჭკვიანი სახლის სისტემებით. ბოტანიკოს ყველა ბინას აქვს განიერი ტერასა, რაც ზღვასთან, მზესთან და ბუნებასთან სიახლოვეს გაგრძნობინებთ.

მწვანე კონცხი ბოტანიკო მყიდველს 4 ტიპის ბინას სთავაზობს, მინიმალური ფართი 42 მ2-დან იწყება. სურვილის შემთხვევაში, კონსტრუქცია იძლევა ბინების გაერთიანების საშუალებას.

საცხოვრებელ კომპლექსში „მწვანე კონცხი ბოტანიკო“ ბინის შეძენისას, ასევე, ისიამოვნებთ კომპლექსში არსებული ღია აუზით, როგორც უფროსებისთვის, ისე პატარებისთვის, ფიტნესდარბაზით, რესტორნითა და სხვა სივრცეებით. ბოტანიკოს მაცხოვრებლებს მუდმივ რეჟიმში გაუწევს მომსახურებას „სილქ ჰოსფითალითი“.

„სილქ ჰოსფითალითი“  წარმოადგენს „სილქ როუდ ჯგუფში“ შემავალ კომპანიას, რომელიც საქართველოში „რადისონის“ ბრენდის 3 სასტუმროსა და 15-მდე რესტორანს მართავს. სივრცეებისა და ინფრასტრუქტურის საუკეთესო შერწყმით, საინტერესო არქიტექტურული გადაწყვეტით, მათ უკვე მოახდინეს ჩვენს საზოგადოებასა და ქვეყნის სტუმრებზე წარუშლელი შთაბეჭდილება.

პროექტის მშენებლობა უკვე მიმდინარეობს და მისი დასრულება 2022 წლის დეკემბრის ბოლოს იგეგმება.

„მწვანე კონცხი ბოტანიკოს“ სააღდგომო შეთავაზება 2022 წლის 30 აპრილამდეა ძალაში. დაინტერესების შემთხვევაში, დაუკავშირდით გაყიდვების სამსახურს, ნომერზე: 0322 250 250; 599 55 55 90.

დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ბოტანიკოს ვებგვერდს, მის ოფიციალურ ფეისბუქსა და ინსტაგრამს.

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *