მულტიმილიონდოლარიანი სტარტაპის CEO-ს სამი რჩევა, რომლებიც ბიზნესის დაწყებისას გამოგადგებათ

მულტიმილიონდოლარიანი სტარტაპის CEO-ს სამი რჩევა, რომლებიც ბიზნესის დაწყებისას გამოგადგებათ

Crown Digital-ის აღმასრულებელი დირექტორი, კიტ ტანი, საკუთარი ბიზნესის წამომწყებებს სამ მნიშვნელოვან რჩევას აძლევს, რომლებიც მათ აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ. მისი კომპანია დაარსების დღიდან ვითარდება და დღეს ტექნოლოგიურ სტარტაპს წარმოადგენს. Crown Digital-ის მიზანი კვებისა და სასმელის ინდუსტრიაში ეფექტიანობის გაუმჯობესებაა.

დაარსებიდან ექვსი წლის შემდეგ კომპანიას ავტომატური ყავის ბარისტა რობოტი ელა ჰყავს, რომელიც უკვე ამზადებს კაპუჩინოსა და ლატეს ტოკიოში მატარებლის სადგურზე. მალე კი კიტ ტანი აღნიშნული მომსახურების შეტანას საკუთარ სამშობლოში, სინგაპურშიც გეგმავს.

მისი სამი რჩევა კი შემდეგნაირად გამოიყურება:

მკაცრი თვითშეფასება

კიტ ტანის მოსაზრებით, ბიზნესის წარმატებისათვის მკაცრი თვითშეფასება აუცილებელი წინაპირობაა. ლიდერმა სწორად და კრიტიკულად უნდა შეაფასოს იდეები და დარწმუნდეს, რომ ისინი მიზნებს ემსახურება. მაგალითად, თავად კიტ ტანს კომპანიის დაარსებისას სურდა, რეალური გამოსავალი ეპოვა მუშახელის დეფიციტით შექმნილი ჩიხიდან, რაც მთელი ინდუსტრიის პრობლემა გახლდათ. სწორედ ასე შეიქმნა რობოტი, რომელიც მომხმარებლებს შეუსვენებლად ემსახურება.

გაყიდე შენი იდეა

იდეა გაყიდვადი უნდა იყოს. არა აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება მყიდველი – თანადამფუძნებელი, ინვესტორი, დასაქმებული თუ მომხმარებელი. მთავარია, გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც იდეისთვის თუ მომსახურებისათვის გადაიხდიან. ამისათვის უპირველესად უნდა გქონდეთ ნდობა საკუთარი იდეისადმი და ამ ნდობის სხვებისათვის გადაცემაც შეგეძლოთ.

მოძებნე პარტნიორები

სასიცოცხლო მნიშვნელობისაა პარტნიორების პოვნა, რომლებსაც შეეძლებათ, დახმარება გაგიწიონ ბიზნესის გაზრდასა და შემდგომ განვითარებაში. მაგალითად, კიტ ტანი ამ მიზნით გაერთიანდა იაპონიის სარკინიგზო კომპანიასა და სინგაპურის მეტროს ქსელთან. შედეგად, მისი პროდუქტი უფრო მეტი მომხმარებლისათვის გახდა ხელმისაწვდომი. ორივე პარტნიორმა ერთად კომპანიაში 3.1 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა, საბოლოოდ კი კომპანიის სრული ღირებულება 35 მილიონ აშშ დოლარად შეფასდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *