ნაიკი ამაზონზე გაყიდვებს აჩერებს

ნაიკი ამაზონზე გაყიდვებს აჩერებს

Nike-მა ინტერნეტგაყიდვების გიგანტ ამაზონთან ორწლიანი საპილოტე პროგრამა დაასრულა, რომელიც ნაიკის ბრენდის ფეხსაცმლის და ტანსაცმლის გაყიდვას პირდაპირ Amazon-ის ვებგვერდიდან ითვალისწინებდა. აღნიშნული გარიგება კომპანიებს შორის 2017 წელს დაიდო.

ამაზონზე გაყიდვების შეჩერებას კომპანია ახალი პოლიტიკით ხსნის, რომლიც ყალბ პროდუცქიასთან ბრძოლას და მომხმარებელთან პირდაპირ ურთიერთობას ითვალისწინებს.

“ნაიკმა გადაწყვიტა ფოკუსირება გააკეთოს მომხმარებელთან პირისპირ ურთიერთობაზე, სწორედ ამან გვიბიძგა გაყიდვები გავაჩეროთ ამაზონზე. ამასთანავე, ჩვენი კომპნია აპირებს პარტნიორობას სხვადასხვა საცალო გაყიდვების ობიექტებთან და პლათფორმებთან”, – აცხადებენ  კომპანიაში.

აღსანიშნავია, რომ დღეს ნაიკის წლიური შემოსავლების 30 პროცენტზე მეტი უშუალოდ საცალო გაყიდვებიდან შემოდის, რომელიც მომხმარებელთან პირდაპირ ურთიერთობასაც გულისხმობს.

წყარო: Yahoo Finance.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *