NASA-მ ახალი რაკეტით, Vulcan-ით, დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრისკენ მისია Peregrine 1-ის ფარგლებში ლენდერი გაუშვა. აღსანიშნავია, რომ 50 წელზე მეტია, რაც აშშ მთვარის ზედაპირზე არ დაშვებულა.
მთვარის შესასწავლად გლობალურ რბოლაში ჩასაბმელად აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნულმა სააგენტომ Peregrine 1 ფლორიდაში მდებარე კანავერალის კონცხიდან დღეს, 8 იანვარს, გამთენიისას გაუშვა.
Peregrine 1-ის მისიის გაშვება Vulcan-ის დებიუტს წარმოადგენს – ახალი რაკეტის, რომელიც United Launch Alliance-ის – Boeing-ისა და Lockheed Martin-ის ერთობლივი საწარმოს მიერ არის შექმნილი. Vulcan-ი ძველ Altas V-სა და Delta IV-ს ჩაანაცვლებს.
ცნობისთვის, რაკეტის ბორტზე განთავსებული მთვარის ლენდერი პიტსბურგში დაფუძნებული კერძო ფირმა Astrobotic Technology-ის მიერაა შექმნილი.
ეს იქნება პირველი ამერიკული მისია მთვარეზე 1972 წელს განხორციელებული Apollo-17-ის სახელწოდებით ცნობილი ეკიპაჟიანი მისიის შემდეგ. აღსანიშნავია, რომ NASA მიმდინარე წლის ბოლოს მთვარისკენ ეკიპაჟიანი მისიის განხორციელებასაც გეგმავს.