ნავთობის ფასი ბოლო 18 წლის განმავლობაში რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა

ნავთობის ფასი ბოლო 18 წლის განმავლობაში რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა

ნავთობის ფასი ბოლო 18 წლის განმავლობაში რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა. ამერიკული ნედლი ნავთობი ამჟამად 21,29 დოლარი ღირს ბარელზე, გუშინ კი ის 20 დოლარზეც კი იყო ჩამოსული. ბოლოს ასე იაფი ნავთობი 2002 წელს ღირდა, როდესაც მისმა მინიმალურმა ფასმა 19,27 დოლარი შეადგინა.

როგორც CNN-ი წერს, ბოლო პერიოდში ნავთობზე ფასის განსაკუთრებული დაცემა კორონავირუსის პანდემიას უკავშირდება, ვინაიდან ნავთობზე მოთხოვნა მცირდება.

როგორც Bank of America აცხადებს, მოსალოდნელია, რომ გლობალური მოთხოვნა შავ ოქროზე უპრეცედენტო ნიშნულამდე დაეცემა მეორე კვარტალში და შეიძლება მოთხოვნის შემცირებამ 12% შეადგინოს.

აღსანიშნავია, რომ ამერიკული ნავთობი წელს ყველაზე ძვირი 6 იანვარს ღირდა, როდესაც ერთი ბარელი შავი ოქრო $63.27-ად ივაჭრებოდა. ახლა კი ამ მონაცემთან შედარებით 68%-იანი ვარდნა დაფიქსირდა.

რაც შეეხება ბრენტის ტიპის ნავთობს, ის ახლა დაახლოებით 27 დოლარი ღირს.