NBA-ის სუპერვარსკვლავებს სეზონის აღდგენა სურთ

NBA-ის სუპერვარსკვლავებს სეზონის აღდგენა სურთ

NBA-ის რამდენიმე სუპერვარსკვლავი 2019–2020 წლის სეზონის აღდგენას ითხოვს. მათ შორის არიან ასოციაციის პრეზიდენტი კრის პაული, ლებრონ ჯეიმზი, ენტონი დევისი, კევინ დურანტი, დამიან ლილარდი, რასელ ვესტბრუკი და სხვები. ინფორმაციას Yahoo ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, ამ ჯგუფის მოსაზრებებს, სავარაუდოდ მნიშვნელოვანი გავლენა ექნება გადაწყვეტილების მიღების პროცესში, და სხვა მოთამაშეების დაყოლიების კუთხითაც.

როგორც ESPN იტყობინება, სპორტსმენებმა უკვე დაიწყეს არაფორმალურად სხვა მოთამაშეების გამოკითხვა სეზონის აღდგენასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ სეზონი 11 მარტიდან შეჩერებულია.

როგორც სატელეფონო კონფერენციის დროს NBA-ს წარმომადგენელმა ადამ სილვერმა განაცხადა, მას არ შეუძლია მოთამაშეების უსაფრთხოების გარანტია უზრუნველყოს, თუ სეზონი განახლდება, თუმცა, აღნიშნა, რომ ლიგა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ საჭიროების შემთხვევაში ყველა პირობა შექმნას.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *