ნესტლეს შემოსავლები 250 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა

ნესტლეს შემოსავლები 250 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა

კომპანია “ნესტლე” წელს ელოდება მეოთხედი მილიარდი დოლარის დამატებით შემოსავალს Nespresso-ს კაფსულებისგან. აღნიშნული ზრდა განაპირობა Starbucks-თან პარტნიორობამ.

Nespresso, რომელიც Starbucks-ის ბრენდირებულ პროდუქტს წარმოადგენს, ნესტლეს შემოსავლებს 250 მილიონი შვეიცარიული ფრანკით (252 მილიონი დოლარი) გაზრდის.

აღსანიშნავია, რომ “ნესტლემ” 7 მილიარდ დოლარზე მეტი გადაიხადა Starbucks-ის ბრენდის ლიცენზიაში. ეს გარიგება წარმატებული აღმოჩნდა კომპანიისთვის, რადგან  Nespresso-ს კაფსულებზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება. “ნესტლეს” და Starbucks-ის ალიანსმა ნესპრესოს ყოველწლიური შემოსავლი 10%-ზე მეტით გაზარდა.

მომავალ წელს Nestle დამატებით 10 ბაზარზე აპირებს შესვლას, მათ შორის, არგენტინის, კოლუმბიისა და პანამის. Nestle ჯამურად უკვე ოპერირებს 50 ბაზარზე. კომპანია სტარბაქსის ბრენდის ყავის კაფსულებს მომავალი წლიდან ოფისებსა და სასტუმროებსაც შესთავაზებს.

წყარო: Bloomberg.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.