Netflix-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელი $120 მილიონს შავკანიანთა უმაღლეს სასწავლებლებს ურიცხავს

Netflix-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელი $120 მილიონს შავკანიანთა უმაღლეს სასწავლებლებს ურიცხავს

Netflix-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელი $120 მილიონს შავკანიანთა კოლეჯებს და უნივერსიტეტებს შესწირავს. რიდ ჰასტიგსის თქმით, ეს იქნება “ინვესტიცია ამერიკის მომავალში“.  კერძოდ, როგორც ჰასტინგსმა და მისმა მეუღლემ ოთხშაბათს განაცხადეს, Morehouse College-ს $40 მილიონს გადაურიცხავენ ისევე როგორც Spelman College-სა და United Negro College Fund-ს.

“ჩვენ ამ სამ მნიშვნელოვან ინსტიტუტს ბოლო რამდენიმე წელია ვეხმარებით, რადგან გვჯერა, რომ შავკანიანი ახალგაზრდების განათლებაში ინვესტირება არის ამერიკის მომავალში ინვესტიციების ჩადების საუკეთესო გზა. ჩვენ ორივეს გვქონდა კარგი განათლების მიღების პრივილეგია და ახლა გვინდა, რომ დავეხმაროთ უფრო მეტ სტუდენტს, განსაკუთრებით ფერადკანიან სტუდენტებს, რათა მათ ცხოვრების დაწყების იგივე შესაძლებლობა ჰქონდეთ“, – განაცხადეს ჰასტინგსმა და მისმა მეუღლემ.  

მათივე თქმით, ისინი იმედოვნებენ, რომ დამატებით $120 მილიონის დონაცია უფრო მეტ შავკანიან სტუდენტს დაეხმარება აისრულონ ოცნებები.

ისინი ასევე მოუწოდებენ სხვებს მსგავსი ინსტიტუტების დახმარებისკენ, რათა თაობებს შორის უთანასწორობა აღარ იყოს ქვეყანაში.

ისტორიულად შავკანიანთა კოლეჯები და ინსტიტუტები (HBCU) ნაკლებად დაცული არიან ფინანსურად, ვიდრე ის სასწავლო დაწესებულებები, სადაც თეთრკანიანები ჭარბობენ. გარდა ამისა, ფერადკანიანთა სასწავლებლები არიან ძირითადად ფედერალური ან შტატის დაფინანსებაზე და მათ არ ჰყავთ დიდი დონორები და არ აქვთ შემოსავლის სხვა მნიშვნელოვანი წყაროები.

ჰასტინგსისა და მისი მეუღლის დონაცია ერთ-ერთი ბოლო მცდელობაა დაეხმარონ შავკანიანებს.

აღსანიშნავია, რომ 30 მაისს, Netflix-ი “ტვიტერზე“ გამოეხმაურა შავკანიანი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას: “გაჩუმება ნიშნავს თანამონაწილეობას. შავკანიანების სიცოცხლე მნიშვნელოვანია. ჩვენ გვაქვს პლატფორმა, და ჩვენ გვაქვს მოვალეობა ჩვენი შავკანიანი წევრების, თანამშრომლების, შემქმნელებისა და ნიჭიერი ადამიანების წინაშე“.

აღნიშნულმა ტვიტმა 1 მილიონზე მეტი მოწონება დაიმსახურა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *