აშშ-ის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ საპროცენტო განაკვეთები გაზარდა

აშშ-ის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ საპროცენტო განაკვეთები გაზარდა

აშშ-ის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ, პირველად თითქმის ათი წლის მანძილზე, საპროცენტო განაკვეთები გაზარდა და ამით აჩვენა, რომ აშშ-ის ეკონომიკამ მეტწილად გადალახა 2007-2009 წლების ფინანსური კრიზისით გამოწვეული პრობლემები. 

ღია ბაზრებზე ოპერაციების ფედერალურმა კომიტეტმა 14-15 დეკემბერს გამართული სხდომის შედეგად, ძირითადი საპროცენტო განაკვეთის დიაპაზონი 0.25 პროცენტული პუნქტით, 0.25-0.50%-მდე გაზარდა და ამით დაასრულა დიდი ხნის კამათი იმაზე, საკმარისად ძლიერია თუ არა ამერიკული ეკონომიკა, რათა ნასესხები ფულის გაძვირებას გაუძლოს. “კომიტეტმა ჩათვალა, რომ სიტუაცია შრომის ბაზარზე წელს მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და საკმარისად დარწმუნებულია იმაში, რომ ინფლაცია საშუალოვადიან პერსპექტივაში 2%-მდე დაჩქარდება”, – ნათქვამია 2-დღიანი სხდომის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში. ცენტრალურმა ბანკმა მიუთითა, რომ ძირითადი განაკვეთის გაზრდა, მხოლოდ დასაწყისია მონეტარული პოლიტიკის “ეტაპობრივი” გამკაცრებისა და მომდევნო გადაწყვეტილებების მიღებისას, კომიტეტი დააკვირდება ინფლაციას, რომელიც ახლა ორიენტირზე დაბალია. კომიტეტის უახლოესი სხდომები 26-27 იანვარს და 15-16 მარტს არის დანიშნული.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *