ბიუჯეტი უფრო მეტად სოციალური მიმართულებით უნდა დაიგეგმოს

"ჩირინას" დამფუძნებელი, რევაზ ვაშაკიძე სახელმწიფოს მხრიდან კონკრეტული ბიზნესების სუბსიდირების წინააღმდეგია. როგორც ბიზნესმენმა “საქმიან დილაში” საუბრისას აღნიშნა, ეს ქვეყანას საყოველთაო გაღარიბებამდე მიიყვანს.

“მაგალითად ავიღოთ, როდესაც ჩვენ ან “თელასის” ან “ენერგო პრო ჯორჯიას” თანხებს ვიხილავთ, ეს კომპანიები ბოლო 3 წლის განმავლობაში მომგებიანები იყვნენ. მიმაჩნია, რომ ამხელა ორგანიზაციებს უფრო მეტი მოგება უნდა ჰქონდეთ. არ შეიძლება სახელმწიფომ ისეთ კომპანიებს გაუკეთოს სუბსიდირება, რომელთა ხარჯებიც გაუმჭვირვალეა. 


ვფიქრობ, ბიუჯეტი უფრო მეტად სოციალური მიმართულებით უნდა დაიგეგმოს. მაგალითად, ჩვენ პურის სუბსიდირებას ვახდენთ. უმჯობესია პურის სუბსიდირება კი არ მოხდეს, არამედ ეს თანხები გაჭირვებულ ხალხს მიეცეს და მათ თავად განკარგონ.

თუ სასტუმრო დღეს გაჩერებული და ბანკროტია და ჩვენ გადასახადისგან ვათავისუფლებთ, ეს ნიშნავს, რომ მომაკვდავ სტრუქტურას წყალს ვუსხავთ. სახელმწიფო საბაზრო ეკონომიკაში მინიმალურად უნდა ჩაერიოს” - განაცხადა რევაზ ვაშაკიძემ.

ჩვენ გირჩევთ

2020 წელს უცხოური ვალუტის რეზერვები 394 მილიონი დოლარით გაიზარდა

თხევადი გაზის დაბეგვრის კუთხით კოდექსში შეტანილმა ცვლილებებმა ექვს თვეში ბიუჯეტს 300%-ით გაზრდილი შემოსავალი მოუტანა

2020 წელს უცხოური ვალუტის რეზერვები 394 მილიონი დოლარით გაიზარდა

2020 წელს უცხოური ვალუტის რეზერვები 394 მილიონი დოლარით გაიზარდა

წინა სტატია

2020 წელს საქართველოში 1.7 მილიონი ვიზიტორი შემოვიდა
11 January, 2021

შემდეგი სტატია

სადაზღვევო სექტორი პანდემიის დროს
12 January, 2021
A New Trend in the Development Sector
კომპანიები | Dec, 25, 2020
მასკის თქმით, მან ერთხელ Apple-ის CEO-ს ტიმ კუკს მიმართა Tesla-ს შეძენის თხოვნით
ახალი ამბები ქართულად | Dec, 23, 2020
Life Without Limits
Forbes Georgia in English | Jan, 14, 2021
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker