სადაზღვევო სექტორი პანდემიის დროს

სადაზღვევო სექტორი პანდემიის დროს

2020 წელი, ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, სადაზღვევო სექტორისთვის შემცირების წლად არ ქცეულა. ქვეყანაში მოქმედი 18 სადაზღვევო კომპანიის ფინანსური შედეგებიდან ირკვევა, რომ მათ მიერ მოზიდული პრემია 6,6%- ით გაიზარდა და მან 2020 წლის 9 თვეში 513 მილიონ ლარს მიაღწია. სექტორის მიერ ანაზღაურებულმა ზარალმა კი წელს 433 მილიონი ლარი შეადგინა. დაზღვევის ოთხივე მთავარ ბაზარზე – ჯანმრთელობის, ავტომობილების, ქონებისა და სიცოცხლის დაზღვევის მიმართულებით ზრდაა. სამი კვარტალის განმავლობაში სადაზღვევოებმა ჯამურად 44.3 მილიონი ლარის წმინდა მოგება გამოიმუშავეს, რაც წლიურ ჭრილში 31%-ით არის გაზრდილი. ბაზრის ცალკეულ სეგმენტებს შორის ყველაზე შესამჩნევი, 30-მილიონიანი, ზრდა ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულებით ფიქსირდება, რომლის შემოსავალმაც 211 მილიონი ლარი შეადგინა. არსებული მდგომარეობით, კერძო ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისი 609,027 ადამიანს აქვს, რაც წინა წელთან შედარებით 15,214 ადამიანით მეტია. დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა კი 91,898-ია, რაც 1,019 სადაზღვევო პოლისით არის შემცირებული.

            

          

          

          

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *