ევროპის უმსხვილესი ბანკები ბლოკჩეინის გამოყენებას იწყებენ

ევროპის უმსხვილესი ბანკები ბლოკჩეინის გამოყენებას იწყებენ

ევროპის 7 უმსხვილესი ბანკი საქმიანობაში ბლოკჩეინ ტექნოლოგიის დანერგვას გეგმავს, ამისთვის მათ IBM დაიქირავეს.

ევოპული ბანკები ბლოკჩეინზე დაფუძნებულ ვჭრობის დაფინანსების ციფრულ პლატფორმას შექმნიან, რომელიც მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებზე იქნება გათვლილი.

პროგრამაში მონაწილეობენ Deutsche Bank, HSBC, KBC, Natixis, Rabobank, Société Générale და UniCredit. IBM ციფრული სავაჭრო ქსელის კონსორციუმს შექმნის, რომელშიც ბანკები გაერთიანდებიან. პლატფორმის შექმნის მთავარი მიზანი ტრანსასაზღვრო ვაჭრობაში გამჭვირვალე სისტემის დანერგვაა, რომელიც საფინანსო ტრანზაქციებს გაამარტივებს.

„ჩვენ გვჯერა, რომ ბლოკჩეინის ტექნოლოგიას საბანკო სფეროს მომავალში დიდი გავლენა ექნება და ვაჭრობის დაფინანსება ამ კუთხით ერთ-ერთი პოტენციური სფეროა. განსაკუთრებით დიდ მოთხოვნას ვხედავთ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის“, – ამბობს KBC-ის მთავარი საინფორმაციო ოფიცერი. მისივე თქმით, მსოფლიო ბანკის მონაცემებით, მცირე და საშუალო ბიზნესის 50%-ს ფორმალურ საკრედიტო ხაზებზე წვდომა არ აქვს.

პლატფორმის შექმნა 2017 წლის ბოლოსთვის იგეგმება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *