GOGC-ის მოგება იზრდება

სს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ (GOGC) 2017 წლის პირველ ნახევარში 161 მლნ ლარის მოგება მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე 68,8 მილიონით გაზრდილი მაჩვენებელია. კორპორაციის 6 თვის არაუდირებული ფინანსური მაჩვენებლების მიხედვით, გაიზარდა კომპანიის შემოსავალიც და მან 416 მლნ ლარი შეადგინა. ნავთობისა და გაზის კორპორაციის შემოსავალი 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 58%-ით გაიზარდა.

შემოსავლები სხვადასხვა წყაროებიდან შემდეგნაირად ნაწილდება:

  • ბუნებრივი აირის გაყიდვა: 263 მლნ ლარი
  • ელექტროენერგიის გენერაციიდან მიღებული შემოსავალი: 98 მლნ ლარი
  • გაზის მილსადენებიდან მიღებული შემოსავალი: 40 მლნ ლარი
  • ნავთობის ტრანსპორტირების საფასური: 9,8 მლნ ლარი
  • ნედლი ნავთობის გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი: 4,9 მლნ ლარი

ამჟამად კორპორაციის აქციათა 100%-ს სს "საპარტნიორო ფონდი“ ფლობს, რომელიც, თავის მხრივ, სახელმწიფო საკუთრებაშია.

GOGC ნავთობისა და გაზის კორპორაცია

წინა სტატია

E-cigs for quitting smoking? A cautious thumbs-up from American Cancer Society
22 February, 2018

შემდეგი სტატია

WB: შეუსაბამო განათლების მქონე მუშახელი საქართველოში
22 February, 2018
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია
რეიტინგი | Oct, 01, 2020
ქართული სტარტაპების რეიტინგი მოზიდული ინვესტიციებით
რეიტინგი | Oct, 05, 2020
ყველაზე ცუდი გარიგება
მოსაზრება | Oct, 03, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker