ბათუმში უძრავი ქონების 36%-ს უცხოელები ყიდულობენ

ბათუმში უძრავი ქონების 36%-ს უცხოელები ყიდულობენ

ბათუმში უძრავ ქონებას სულ უფრო ბევრი უცხოელი ყიდულობს. TBC ბანკის კვლევის მიხედვით, თუკი გაყიდულ საცხოვრებლებს შორის უცხოელების წილი 2015 წელს მხოლოდ 14% იყო, 2018 წელს ეს მაჩვენებელი 36%-მდე გაიზარდა.

განხორციელებული ტრანზაქციების მიხედვით, კვლევაში ვკითხულობთ, რომ ყველაზე ხშირად ბათუმში უძრავ ქონებას უკრაინელები და რუსები ყიდულობენ.

კერძოდ, 2015 წლიდან 2018 წლის პერიოდის ჩათვლით უცხოელებზე ტრანზაქციების 31% მოდიოდა. უცხო ქვეყნის მოქალაქეების წილი კი შემდეგნაირად ნაწილდება:

  • უკრაინა – 8.4%
  • რუსეთი – 8.2%
  • აზია/წყნარი ოკეანეთი – 3%
  • სხვა – 2.8%
  • ისრაელი – 2.4%
  • ევროპა – 2.3%
  • თურქეთი – 1.5%
  • სომხეთი – 1%
  • ირანი – 0.9%
  • აზერბაიჯანი – 0.4%

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *