კოემრციული ბანკების აქტივები 43.1 მლრდ ლარამდე გაიზარდა

ივნისში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 1.8 მლრდ ლარით, ანუ 4.5 პროცენტით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 3.1 პროცენტით) და 2019 წლის პირველი ივლისისათვის 43.1 მლრდ ლარი შეადგინა.

პირველი ივლისის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.

საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 5.2 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 12.1 პროცენტია. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების წმინდა მოგება 361 მლნ ლარია, რაც 2018 წლის იანვარ-ივნისის მოგებაზე 50 მლნ ლარით (12%-ით) ნაკლებია.

მიმდინარე წლის ივნისში ბანკების წმინდა მოგებამ 34 მლნ ლარი შეადგინა, რაც 14 მლნ ლარით (29%-ით) ნაკლებია 2018 წლის ივნისის მაჩვენებელზე.

ივნისში ბანკების შემოსავლებმა 345 მლნ ლარი შეადგინა, საიდანაც 286 მლნ ლარი საპროცენტო შემოსავლები, ხოლო 59 მლნ ლარი კი არასაპროცენტო შემოსავლები იყო.

ჩვენ გირჩევთ

TBC ინვესტორებს მიმართავს

სებ-მა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.5%-მდე შეამცირა

TBC ინვესტორებს მიმართავს

TBC ინვესტორებს მიმართავს

წინა სტატია

საბანკო სექტორი საკრედიტო-საგარანტიო სქემაში ჩაერთო
25 ივლისი, 2019

შემდეგი სტატია

სახელმწიფო უწყებები, რომლებიც ინფორმაციის გავრცელებაზე ყველაზე მეტ ფულს ხარჯავენ
25 ივლისი, 2019
საქართველოს 100 უმსხვილესი კომპანია
რეიტინგი | ივლ, 20, 2020
ბათუმის ახალი პერსპექტივა
ბიზნესი | ივლ, 21, 2020
ყველაზე შემოსავლიანი აუდიტორული კომპანიები
რეიტინგი | ივლ, 24, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker