ჯეფ ბეზოსმა ორ დღეში $8 მლრდ დაკარგა

ჯეფ ბეზოსმა ორ დღეში $8 მლრდ დაკარგა

გასულ პარასკევსა და სამშაბათს შორის, Amazon-ის დამფუძნებლის ქონება $8 მილიარდით შემცირდა. თუმცა,  ჯეფ ბეზოსისთვის, ვისი ქონებაც $181 მილიარდადაა შეფასებული, გასული დღეების დანაკარგი ჩვეულებრივი მოვლენა გახლავთ, წერს Forbes-ი.

18 მარტის შემდეგ, როდესაც Forbes-მა 2020 წლის მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა სია წარადგინა, პრეზიდენტმა ტრამპმა კი საკარანტინო ეკონომიკური შეზღუდვები დააწესა – Amazon-ის აქციები 69%-ით გაიზარდა. მსგავსი ასტრონომიული ზრდა გლობალური პანდემიის გამო, მომხმარებელთა ქცევის ცვლამ გამოიწვია. 

ბეზოსის ბედი გაიზიარა ლეგენდარულმა ინვესტორმა უორენ ბაფეტმაც, მან დაკარგა $3,5 მილიარდი მარტის შემდეგ, რითიც ბოლო ოცი წლის განმავლობაში ყველაზე მდიდარ ადამიანთა სიაში ქვედა პოზიციებზე გადაინაცვლა. ასე რომ, მსგავსი მოვლენები ბაზრისთვის არც ისე უჩვეულოა. 

ზემოთ აღწერილი სწრაფი ცვალებადობა ბაზრის დინამიკურობაზეც მიუთითებს, ანუ შესაძლებელია რომ ინვესტორმა, სულ რაღაც საათების განმავლობაში, მილიარდები შეიძინოს ან დაკარგოს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *