United Airlines-ის შემოსავლები და ზარალი პანდემიის დროს

ამერიკული ავიაკომპანია United Airlines-ი აცხადებს, რომ აპრილიდან ივნისამდე პერიოდში რეისების საშუალოდ 35% განხორციელდა, ივლისში კი მოსალოდნელია, რომ ეს მაჩვენებელი 45%-მდე გაიზრდება.

პანდემიის გამო ავიაკომპანიამ შემოსავლების 89%-იანი კლება განიცადა მიმდინარე წლის მეორე კვარტალში, რამაც მას $1.6 მილიარდის ოდენობის ზარალი მოუტანა.

ავიაინდუსტრია ნელ-ნელა იღდგენს ძალებს ამერიკაში, სადაც ჯერ კიდევ მაღალია ინფიცირების შემთხვევები. სამშაბათს, აეროპორტებში დაფიქსირებული მგზავრების რაოდენობა 530 000 იყო, რაც გასულ წელთან შედარებით 78%-ით ნაკლებია, თუმცა, მეორე კვარტლის მონაცემებთან შედარებით მაღალი.

“ჩვენ მკვეთრ გაუმჯობესებას მოველით. მართალია, ეს პროგრესი ჯერჯერობით შეჩერებულია, თუმცა, შემთხვევების კლებასთან ერთად შემსუბუქდება რეგულაციებიც და გაიხსენება საზღვრებიც,” - ამბობს ენდრიუ ნოჩელა, United-ის კომერციული დირექტორი.

გარდა ამისა, კომპანია ორიენტირებულია ფასების შემცირებაზე, რათა თავი აარიდონ მორიგ დიდ დანაკარგს. United Airlines-ი ვარაუდობს, რომ მესამე კვარტალში იგი დღეში $25 მილიონს დაკარგავს; თუმცა, ეს რიცხვი არ შეედრება მეორე კვარტლის $40 მილიონიან ყოველდღიურ ზარალს. სხვა დიდ ამერიკულ ავიახაზებთან შედარებით, რომელთა აქციებმა 1%-იანი კლება განიცადეს, United-ის აქციები 4%-ით არის შემცირებული.

რეისების აღსადგენად, კომპანიამ პირბადის ტარების რეგულაციებიც გაამკაცრა. United Airlines-ის მგზავრი ვალდებულია პირბადე ატაროს მოსაცდელში, ბილეთების დახლებთან, ტურნიკეტებთან და თვითმფრინავში. წინააღმდეგ შემთხვევაში მგზავრი რეისიდან მოიხსნება.

ჩვენ გირჩევთ

ქართული ბანკების ზარალი 2020 წლის პირველ ნახევარში 486 მლნ ლარია

"აწარმოე საქართველოში" ბენეფიციარი ლივერპულის, ჩელსის და დორტმუნდის უნიფორმებს შეკერავს

წინა სტატია

"აწარმოე საქართველოში" ბენეფიციარი ლივერპულის, ჩელსის და დორტმუნდის უნიფორმებს შეკერავს
23 July, 2020

შემდეგი სტატია

United sees revenue stalling at 50% without a virus vaccine
23 July, 2020
უნიკალური პროექტი გუდაურის სამთო-სათხილამურო კურორტზე - “მაუნთინ რეზორტს სოლუშანსის“ წარმატების ისტორია
ინტერვიუ | Jan, 08, 2021
2021 წლის ყველაზე ძლიერი პასპორტები მსოფლიოში - რომელ ადგილზეა საქართველო?
ახალი ამბები ქართულად | Jan, 14, 2021
A New Trend in the Development Sector
კომპანიები | Dec, 25, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker