"საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა" მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრის 40%-იანი წილი გაყიდა

"საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა" შპს "მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი, საუნივერსიტეტო კლინიკის" 40%-იანი წილი გაასხვისა. 19 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულებით, კლინიკის 40%-იანი წილის მფლობელი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი გახდა. 

კომპანიის ინფორმაციით, ტრანზაქციის ღირებულებამ $12 მილიონი დოლარი შეადგინა. ტრანზაქციამდე GHG-ის კლინიკის 50%-იანი წილი ეკუთვნოდა, დარჩენილი 50%-ის მფლობელი კი კლინიკის დირექტორი, გიორგი ინგოროყვაა. ამასთან, GHG აღნიშნავს, რომ კომპანია მომავალში დარჩენილი 10%-იანი წილის გაყიდვასაც გეგმავს. 

შეგახსენებთ, რომ GHG-მ აგვისტოს დასაწყისში დელისტინგი განახორციელა ლონდონის საფონდო ბირჟიდან მოიხსნა. როგორც მის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა აღნიშნული, ეს გადაწყვეტილება ძალაში 5 აგვისტოს შევიდა.

GHG-ის აქციები Georgia Capital-მა გამოისყიდა, რომელიც აქამდე „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ 70.6%-იანი წილის მფლობელი იყო.  

ჩვენ გირჩევთ

Apple-ი პირველი ამერიკული კომპანია გახდა, რომლის საბაზრო კაპიტალიზაციამაც $2 ტრილიონს გადააჭარბა

აქ, ახლა – თიბისი კონცეპტი

Apple-ი პირველი ამერიკული კომპანია გახდა, რომლის საბაზრო კაპიტალიზაციამაც $2 ტრილიონს გადააჭარბა

Apple-ი პირველი ამერიკული კომპანია გახდა, რომლის საბაზრო კაპიტალიზაციამაც $2 ტრილიონს გადააჭარბა

წინა სტატია

Letter to the Newsweek Editor: 'Russia Determined to Wield Power in Georgia'
21 August, 2020

შემდეგი სტატია

ფაქტორინგი – საქართველოს ბანკის პროდუქტი ბიზნესისთვის
22 August, 2020
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია
რეიტინგი | Oct, 01, 2020
ქართული სტარტაპების რეიტინგი მოზიდული ინვესტიციებით
რეიტინგი | Oct, 05, 2020
ყველაზე ცუდი გარიგება
მოსაზრება | Oct, 03, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker