რესტრუქტურიზაცია Ford-ში – ახალი CEO ცვლილებებს აანონსებს

რესტრუქტურიზაცია Ford-ში – ახალი CEO ცვლილებებს აანონსებს

Ford Motors-ის ახალი მთავარი აღმასრულებელი ხელმძღვანელი, ჯიმ ფარლი, კომპანიის რესტრუქტურიზაციას იწყებს. მას სურს აქციონერთა ნდობის გაზრდა და სურვილი აქვს მზარდ კონკურენტულ ბაზარზე კომპანიას ადგილი გაამყარებინოს. ამის შესახებ CNBC წერს.

ცვლილებები Ford-ისათვის უმნიშვნელოვანეს პერიოდში ხდება, რადგან წლების განმავლობაში, კომპანიის ბიზნეს-ოპერაციებმა უოლ-სთრითის ნდობა ვერ მოიპოვეს.

ახალი ხელმძღვანელის წინამორბედის ჯიმ ჰაკეტის ხელმძღვანელობისას Ford-ის აქციები 40%-ით შემცირდა. ხოლო ახალი აღმასრულებლის მიზანია Ford-ს ძველი დიდება დაუბრუნოს. ეს არის სურვილი, რომელიც მისმა წინამორბედებმა ვერ შეძლეს. ცნობისთვის, ამის მიღწევა მხოლოდ ალან მულალიმ შეძლო, რომელმაც Ford-ი 2008 წლის ეკონომიკური კრიზისის დროს გაკოტრებას გადაარჩინა.  

“ბოლო სამი წლის განმავლობაში, ჯიმ ჰაკეტის ლიდერობისას, ჩვენ საგრძნობელი პროგრესი განვიცადეთ და კომპანიას გზა გავუხსენით მზარდობის, მომგებიანობისა და ენერგიულობისაკენ, ახლა კი დროა ამ გზაზე სრული სისწრაფით ვიაროთ“, – განაცხადა ჯიმ ფარლიმ.

ბევრის მტკიცებით, Ford-ი კონკურენტებს ჩამორჩება, კერძოდ General Motors-ს, მანქანების წარმოებასა და გლობალურ ხარჯთა რესტრუქტურიზაციაში. Ford-მა უნდა შეინარჩუნოს, და შესაძლოა გაზარდოს, სატვირთო მანქანების წარმოება, რადგან Tesla, GM-ი, Rivian-ის სტარტაპი და მრავალი სხვა კომპანია უკვე აწარმოებს ელექტრო ტვირთმზიდებს.

ცვლილებები კომპანიები

ჯიმ ფარლიმ, კომპანიაში მოსალოდნელ ცვლილებებზე ხუთშაბათს გამართულ ვირტუალურ შეხვედრაზე ისაუბრა.

Ford-ს ტოვებს მთავარი ფინანსური ხელმძღვანელი ტიმ სტოუნი. სტოუნი, 53 წლის, ხელოვნური ინტელექტის პროგრამულ კომპანია ASAPP-ში გადაბარგდება მთავარი ფინანსური ხელმძღვანელისა და მთავარი ოპერაციული ხელმძღვანელის პოზიციებზე. მას ჯონ ლაულერი შეცვლის. ლაულერი Ford-ის ავტომატური მანქანების დანაყოფის მთავარი აღმასრულებელი ხელმძღვანელისა და მობილური პარტნიორობის ვიცე პრეზიდენტის თანამდებობებს იკავებდა. მან Ford-ში გატარებული 30 წლის უმეტესობა ფინანსურ ლიდერობის დეპარტამენტსა და ზოგად მენეჯმენტში გაატარა.  

Ford-ი ახალი მთავარი საინფორმაციო ხელმძღვანელისა და მთავარი მარკეტინგის ხელმძღვანელის დამატებასაც გეგმავს. ჯეფ ლემერი, 55 წლის, მთავარი საინფორმაციო ხელმძღვანელი, კომპანიას 33 წლის მუშაობის შემდგომ დატოვებს.

Ford-ის პრეს-სპიკერმა განაცხადა რომ ვაკანტური პოზიციები მალე შეივსება.

ცნობისთვის, კომპანიის ევროპის ხელმძღვანელიც უნდა გადადგეს, მას რეგიონის წარმოებისა და სტრატეგიული პარტნიორობის დირექტორი შეცვლის.

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *