Nike-ი კობი ბრაიანტის გარეშე - თითქმის 20-წლიანი თანამშრომლობა კონტრაქტითაც დასრულებულია

Nike-ი კობი ბრაიანტის გარეშე - თითქმის 20-წლიანი თანამშრომლობა კონტრაქტითაც დასრულებულია

CNN-ის ინფორმაციით, გარდაცვლილ კალათბურთელ კობი ბრაიანტსა და Nike-ს შორის კონტრაქტით გაწერილი ყველანაირი ურთიერთობა დასრულებულია.

„ბრაიანტი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო იმ კავშირის, რაც Nike-ს მომხმარებლებთან აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულებით მასთან ურთიერთობა დამთავრდა, ბრაიანტი Nike-ის ოჯახის საყვარელ წევრად რჩება“, – ვკითხულობთ კომპანიის განცხადებაში.

ცნობისთვის, მათი თანამშრომლობა 2003 წელს გაფორმდა და ამ დრომდე ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სპონსორობად ითვლება. ბრენდმა მისი დახმარებით ფეხსაცმლისა და სპორტული აღჭურვილობის რამდენიმე ხაზი გამოუშვა. კალათბურთელის გარდაცვალების შემდეგ კი Nike-მა მასთან დაკავშირებული პროდუქციის ხელმისაწვდომობა ნელ-ნელა შეზღუდა.

შეგახსენებთ, რომ კობი ბრაიანტი 2020 წლის 26 იანვარს ვერტმფრენის ჩამოვარდნისას დაიღუპა. მასში იმყოფებოდა რვა სხვა ადამიანი, მათ შორის კობის 13 წლის შვილი – ჯიჯი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *