ნოემბერში ფულადი გზავნილები 22 პროცენტით გაიზარდა

ნოემბერში ფულადი გზავნილები 22 პროცენტით გაიზარდა

საზღვარგარეთ დასაქმებულთა მიერ საქართველოში გადმორიცხული თანხა 2021 წლის ნოემბერში, 2020 წლის ნოემბერთან შედარებით, 37 მლნ დოლარით, ანუ 22%-ით გაიზარდა. მიმდინარე წლის ნოემბერში საქართველოში სულ 207 მლნ დოლარი გადმოირიცხა. ხოლო საქართველოდან საზღვარგარეთ 32 მლნ დოლარი გადაირიცხა, რაც ერთ თვეში გადარიცხული თანხის რეკორდული მაჩვენებელია.

ნოემბერში საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილების ზრდა მნიშვნელოვანწილად ყაზახეთიდან, იტალიიდან, ყირგიზეთიდან, აშშ-დან და გერმანიიდან გადმორიცხვების ზრდამ განაპირობა.

11 თვის ჯამში, იანვარ-ნოემბერში, 2.1 მილიარდი დოლარი გადმოირიცხა, რაც 2020 წლის იანვარ-ნოემბრის მაჩვენებელზე 26%-ით (434 მლნ დოლარით) მეტია.

ქვეყნები, საიდანაც ნოემბერში ფულადი გზავნილები ყველაზე მეტად გაიზარდა, მლნ დოლარი

ქვეყანა

ნოემბერი, 2020ნოემბერი, 2021

ზრდა

ყაზახეთი

2.3

9.3

7.0

იტალია

25.3

32.1

6.7

ყირგიზეთი

1.5

6.4

4.8

აშშ

19.6

24.0

4.3

გერმანია

7.5

10.9

3.4

ისრაელი

13.717.03.2
რუსეთი

31.8

34.4

2.6

აზერბაიჯანი

5.5

7.2

1.7

საფრანგეთი

2.53.4

0.9

საბერძნეთი

18.3

18.9

0.7

წყარო: ეროვნული ბანკი

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *