ნორვეგიის სიმდიდრის ფონდის მოგებამ 2023 წლის პირველ ნახევარში $143 მილიარდს მიაღწია

ნორვეგიის სიმდიდრის ფონდის მოგებამ 2023 წლის პირველ ნახევარში $143 მილიარდს მიაღწია

2023 წლის პირველ ნახევარში, ნორვეგიის სუვერენული სიმდიდრის ფონდის მოგებამ $143 მილიარდს მიაღწია. მსოფლიოს უმდიდრესი საინვესტიციო ფონდის შემოსავალზე დადებითად ტექნოლოგიური კომპანიების აქციების ზრდამ, ფასიანი ქაღალდების ბაზრის სიძლიერემ და სუსტმა ეროვნულმა ვალუტამ იმოქმედა.

ფონდის ინფორმაციით, რთული 2022 წლის შემდეგ, მიმდინარე წლის პირველი ექვსი თვე საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. შედეგად, 2023 წლის პირველ ნახევარში კაპიტალის ინვესტიციებიდან ფონდმა 13.7%-ის ოდენობის შემოსავალი მიიღო. შემოსავლის უდიდესი ნაწილი, 38.6%-ის ოდენობით, ტექნოლოგიურ კომპანიებზე მოდის, რაც თავის მხრივ, ბოლო პერიოდში, ხელოვნურ ინტელექტსა და ნახევარგამტარების კომპონენტებზე მოთხოვნის მკვეთრმა ზრდამ განაპირობა.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, ოსლოში დაფუძნებული ფონდის მთლიანი შემოსავალი, საორიენტაციო ნიშნულს მაინც 0.23 პროცენტული პუნქტით ჩამოუვარდებოდა.

ცნობისთვის, $1.4-ტრილიონიანი საინვესტიციო ფონდი, ნორვეგიის მიერ, ბუნებრივი აირისა და ნავთობის წარმოებიდან მიღებული შემოსავლის ინვესტირებას ახდენს. ფონდი მსოფლიოს მასშტაბით დალისტულ აქციებში საშუალოდ 1.5%-ს ფლობს. პარალელურად კი, ინვესტიციებს არარეგისტრირებული უძრავი ქონებისა და განახლებადი ენერგიის პროექტებშიც ახორციელებს.