ოლიგარქები პაშინიანით უკმაყოფილოები არიან?!

ოლიგარქები პაშინიანით უკმაყოფილოები არიან?!

ოლიგარქები პაშინიანით უკმაყოფილოები არიან, – ამ სათაურით სტატიას vestnikkavkaza აქვეყნებს. პოლიტიკური პარტია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერმა გაგიკ ცარუკიანმა პარტიის წევრებისადმი მიმართვისას, ნიკოლ პაშინიანის მთავრობის შეცვლის აუცილებლობაზე ისაუბრა. ცარუკიანის თქმით, “რევოლუციურმა“ მთავრობამ ვერ გაამართლა მოლოდინები. მისივე განცხადებით, კორონავირუსის პანდემიის დროს პაშინიანის მთავრობამ ამოცანების შესრულება ვერ შეძლო, და ასევე სომხეთის ეკონომიკამ ვერ გამოიმუშავა იმუნიტეტი პაშინიანის მმართველობის პერიოდში.

ცარუკიანის კრიტიკა ასევე მნიშვნელოვნად მიმართულია საინვესტიციო პოლიტიკის მიმართაც. პაშინიანს და მისი ბლოკის არცერთ წევრს, რომლებიც სომხეთის პარლამენტში უმრავლესობას წარმოადგენენ, არ წარმოუდგენიათ ქვეყნის ბიუჯეტში ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგია, ან ბიუროკრატიული დაბრკოლებების შემსუბუქება უცხოელი ინვესტორებისთვის.

როგორც vestnikkavkaza წერს, ჯერ ადრეა ითქვას, რომ ცარუკიანს და მის თანამოაზრე უმდიდრეს პირებს სომხეთის ფინანსური იმუნიტეტი ადარდებდეს. აღსანიშნავია, რომ სომხეთის პარლამენტარიზმის უახლეს ისტორიაში, არცერთი პოლიტიკური პარტია, რომელიც შეუქმნია ან დაუფინანსებია ოლიგარქებს, არ ყოფილა ოპოზიციური. ვინაიდან ოლიგარქების ინტერესების ლობირება შეზღუდული იყო. ახლა კი ცარუკიანის პარტია ცდილობს საზოგადოების ინტერესი მთავრობის შეცდომებისკენ მიაპყროს.

რატომ გადაწყვიტა ცარუკიანმა პაშინიანის გაკრიტიკება ახლა? ოლიგარქი თავისი პოზიციით უკმაყოფილოა. პაშინიანის კორონავირუსით დაინფიცირებამ სომხეთის პოლიტიკურ წრეებში სკეპტიციზმი გამოიწვია. პოლიტიკოსები ამბობდნენ, რომ ქვეყნის პრემიერმა პოლიტიკური შესვენება აიღო, ვინაიდან მისი იმიჯი გაუარესდა ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესებასთან ერთად. ოლიგარქები არ გამორიცხავენ, რომ პრემიერის სამუშაო ოფისში დაბრუნების შემდეგ პოლიტიკური ლუსტრაციის ინიციატივების ტალღა დაიწყოს.

ნათელია, რომ სომხეთი აღარ იქნება ისეთი, როგორც კორონავირუსის ეპიდემიამდე იყო. მთავრობას ბევრი არასასიამოვნო პრობლემის მოგვარება მოუწევს. პირველ რიგში, ჯანდაცვის მიმართულებით. შესაძლებელია, რომ პაშინიანი გეგმავდეს ბიზნესის ახალ პირობებში ჩაყენებას, ოლიგარქებს კი რა თქმა უნდა, თავიანთი რესურსების გადარჩენა სურთ.

ჯანდაცვის რეფორმა ქვეყანაში გარდაუვალია, სულ მცირე იდეოლოგიური მიზეზებით, ვინაიდან ამჟამინდელმა სისტემამ აჩვენა, რომ პანდემიის საფრთხეებს ვერ გაუმკლავდა. შესაძლოა, პაშინიანი ფიქრობდეს, რომ ოლიგარქები აიძულოს იმუშავონ უფრო აქტიურად საქველმოქმედო ფონდებთან ერთად. პრემიერს შეუძლია გაიხსენოს, თუ როგორ იდგნენ ოლიგარქები ფინანსური დახმარების რიგში, მაშინ როდესაც ქვეყნის საავადმყოფოებს პერსონალისთვის დამცავი აღჭურვილობა სჭირდებოდათ.

ცნობისთვის, გაგიკ ცარუკიანი ყოფილი სპორტსმენია, ის დელეგატად 2018 წელს აირჩიეს და ცნობილია როგორც მთავრობასთან დაკავშირებული ყველაზე გავლენიანი ოლიგარქი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *