ოქტომბერში ფასები 0.5%-ით გაიზარდა

ოქტომბერში ფასები 0.5%-ით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ოქტომბერში სამომხმარებლო საქონლისა და მომსახურების ფასების დონე 0.5%-ით გაიზარდა, წლიურმა ინფლაციამ (12 თვის) კი 10.6% შეადგინა, რაც ნიშნავს, რომ ბოლო ერთ წელიწადში სამომხმარებლო პროდუქცია 10.6%-ით გაძვირდა.

ოქტომბერში ფასები მნიშვნელოვნად შემდეგ პროდუქტებზე გაიზარდა: ბოსტნეული – 13.2%, რძე, ყველი და კვერცხი – 2.6%, შაქარი, ჯემი და სხვა საკონდიტრო ნაწარმი – 2.1%. ტანსაცმელი და ფეხსაცმელი 4%-ით გაძვირდა. ფასები შემცირდა ხილზე 6.7%-ით და ზეთზე 2%-ით.

ბოლო ერთ წელიწადში ყველაზე მეტად სურსათი და უალკოჰოლო სასმელები გაძვირდა – 15.8%-ით. მათ შორის პური 26%-ით, რძე, ყველი და კვერცხი 22%-ით, ყავა და ჩაი 21%-ით, ზეთი 18%-ით, ხორცი და ხორცის პროდუქტები 9%-ით. ტრანსპორტი 11.6%-ით გაძვირდა, კომუნალური გადასახადები 13.5%-ით, ავეჯი – 11%-ით.

წლიური ინფლაციის მაჩვენებლები

წყარო: საქსტატი
დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *