ოქტომბერში საქართველოს უცხოური ვალუტის რეზერვები 10.4 მილიონი დოლარით შემცირდა

ოქტომბერში საქართველოს უცხოური ვალუტის რეზერვები 10.4 მილიონი დოლარით შემცირდა

2015 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს ეროვნული ბანკის უცხოური ვალუტის რეზერვები 10.4 მილიონი დოლარით შემცირდა. 2014 წლის დეკემბრის შემდეგ უცხოური ვალუტის რეზერვები თითქმის ყოველთვიურად მცირდებოდა და ჯამში 244 მილიონი დოლარით შემცირდა. ხოლო 2013 წლის ოქტომბრის ბოლოდან (როდესაც ლარის კურსის გაუფასურების პირველი ნიშნები გამოჩნდა) დღემდე 640 მილიონი დოლარითაა შემცირებული.

ოქტომბრის ბოლოს საქართველოს უცხოური ვალუტის ოფიციალურმა რეზერვმა 2 247 მილიონი დოლარი შეადგინა.

გრაფიკი – უცხოური ვალუტის ოფიციალური რეზერვების ტენდენცია

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *