PayPal-ი კრიპტომომსახურებას იწყებს

PayPal-ი კრიპტომომსახურებას იწყებს

ერთ-ერთმა უდიდესმა ფინტექ კომპანია Paypal-მა დაადასტურა, რომ იგი მომხმარებლისთვის კრიპტო სერვისების შეთავაზებაზე მუშაობს.

კომპანიის ამ გადაწყვეტილების შესახებ უფრო დეტალური ინფორმაცია Paypal-მა ევროკომისიისათვის გაგზავნილ წერილში მოაქცია. სიახლეზე კომპანიამ მუშაობა გასულ წელს დაიწყო.

ბევრი კრიპტო გაცვლითი სერვისი, მაგალითად როგორიცაა Coinbase, უკვე სთავაზობდა მომხმარებლებს კრიპტოვალუტის Paypal-ით შესყიდვას.

გავრცელებული ცნობების მიხედვით, ახლა ფინტექ-კომპანია Paypal-ი მომხმარებელს ბითკოინის შესყიდვის და გაყიდვის საშუალებასაც მისცემს.

აღსანიშნავია, რომ ევროპაში Paypal-ი მასშტაბურად არის წარმოდგენილი. იგი ლიცენზირებულია ლუქსემბურგში და ევროპის 31 ქვეყანაში ოპერირებს. კომპანია 95 მილიონ მომხმარებელს ემსახურება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.