Pfizer-ის ვაქცინის პირველი საჰაერო ტრანსპორტირება განხორციელდა

Pfizer-ის ვაქცინის პირველი საჰაერო ტრანსპორტირება განხორციელდა

Pfizer-ის ვაქცინის პირველი საჰაერო ტრანსპორტირება განხორციელდა. კერძოდ, United Airlines-მა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ბრიუსელიდან ჩიკაგოში ჩაიტანა. ინფორმაციას CNBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აშშ-ის ფედერალური ავიაციის სამსახური აცხადებს, რომ მათი მხარდაჭერით განხორციელდა ტრანსპორტირება.

ცნობისთვის, ფარმაცევტული კომპანიები და ავიაკომპანიები ვაქცინის ფართო დისტრიბუციისთვის ემზადებიან.

თუმცა, ამის პარალელურად, ამერიკის წამლისა და საკვების ადმინისტრაციის მიერ ვაქცინების ავტორიზაციას ელოდებიან. Pfizer-მა, რომელმაც BioNTech-თან ერთად შექმნა ვაქცინა, 95%-იანი ეფექტურობის შესახებ აცხადებს, 90%-ზე მეტი ეფექტურობის შესახებ განაცხადა კომპანია Moderna-მაც. Pfizer-მა თავისი ვაქცინის ავტორიზაციის განაცხადი FDA-ში 20 ნოემბერს შეიტანა, ხოლო Moderna განაცხადის შეტანას ორშაბათს აპირებს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.