ფილიპ მორისი და Altria შერწყმაზე თავს იკავებენ

ფილიპ მორისი და Altria შერწყმაზე თავს იკავებენ

თამბაქოს მწარმოებლემა კომპანიებმა ფილიპ მორისმა (NYSE: PM) და Altria-მ (NYSE: MO) გადაწყვიტეს შეეწყვიტათ მოლაპარაკებები შერწყმასთან დაკავშირებით.

როგორც აღმოჩნდა, შერწყმისთვის იდელაური დრო ვერ იქნა შერჩეული, ასე რომ, ფილიპ მორისი დამოუკიდებლად განაგრძობს გზას თამბაქოს ინდუსტრიაში, აღსანიშნავია, რომ ფილიპ მორისს Altria–ის გარეშეც მყარი პოზიციები აქვს თამბაქოს ინდუსტრიაში.

კომპანია Altria-ს პროდუქტი პოპულარულია აშშ-ს ბაზარზე, ხოლო ფილიპ მორისი საერთაშორისო ბაზრებზეც დიდ წილს აკონტროლებს. უნდა აღინიშნოს, რომ ამ ორი კომპანიის გაყოფა 2008 წელს მოხდა სასამართლო დავების გამო, რომლებიც ძალიან მალე მიჩუმდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *