ფინეთის მთავრობის განცხადებით, ფინეთმა გადაწყვიტა, რომ საკუთარი F/A-18 საბრძოლო თვითმფრინავების პარკის გასაახლებლად შეთანხმება ამერიკულ სამხედრო კომპანია Lockheed Martin-თან დადოს. შეთანხმების თანახმად, 9.4 მილიარდი აშშ დოლარის სანაცვლოდ ფინეთი 64 ერთეულ ახალ მოიერიშე, მაღალტექნოლოგიურ F-35-ებს მიიღებს.
საინტერესოა, რომ ფინეთის მთავრობის მიერ გამოცხადებულ ტენდერში Lockheed Martin-თან ერთად მონაწილეობას შვედური Saab-ი, ამერიკული Boeing-ი, ფრანგული Dassault და ბრიტანული BAE Systems-ი იღებდნენ. შესაბამისად, ფინეთის მთავრობის ინფორმაციით, აღნიშნული მოიერიშე თვითმფრინავებისა და საბრძოლო მასალის შეძენა და შემდგომ 2030 წლამდე მათთვის სერვისის გაწევა სახელმწიფოს 9.4 მილიარდი აშშ დოლარი დაუჯდება.
საინტერესოა, რომ თვითმფრინავებისათვის ანგარებისა და სხვა დამატებითი აღჭურვილობის უზრუნველყოფა დამატებით 777 მილიონი ევრო დაჯდება. დამატებით 830 მილიონი ევრო კი რეზერვის სახით შეინახება ოპტიმიზებული იარაღის საბოლოო პაკეტსა და სამომავლო კონტრაქტებში ცვლილებების შესატანად.
ცნობისათვის სამხედრო ექსპერტები ფინეთის მთავრობისაგან ამ ნაბიჯს უკვე თითქმის 6 წელია, ელიან. 2015 წელს ფინეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ქვეყნის მოძველებული მოიერიშეები ახლით უნდა ჩაენაცვლებინათ, რისთვისაც აქტიური ძიების პროცესი დაიწყო. თუმცა, როგორც ჩანს, ეს პროცესი 2021 წლის დეკემბრამდე ვერ დასრულდა.
ფინეთის საჰაერო ძალების მეთაურის განცხადებით, სახელმწიფოსათვის ახალი მოიერიშე თვითმფრინავების, F-35-ის, გადაცემის პროცესი 2027 წლიდან დაიწყება.