ფრანგული სატრანსპორტო ჯგუფი $1.5-მილიარდიან ენერგეტიკულ ფონდს ქმნის

ფრანგული სატრანსპორტო ჯგუფი $1.5-მილიარდიან ენერგეტიკულ ფონდს ქმნის

ფრანგული სატრანსპორტო გიგანტი CMA CGM-ი 5-წლიან საინვესტიციო ფონდს ქმნის, რომლის მოცულობაც $1.5 მილიარდი იქნება. CMA CGM-ის განცხადებით, ფონდის მიზანი გადაზიდვებსა და ლოგისტიკაში კომპანიის ენერგეტიკული ტრანზიციის დაჩქარებაა.

ფრანგული სატრანსპორტო ჯგუფის ინფორმაციით, ფონდი CMA CGM-ის ბიზნესში საწვავის წარმოების ზრდასა და ემისიების შემცირებისკენ მიმართულ პროექტებს დაუჭერს მხარს.

საყურადღებოა, რომ კვირას გაკეთებული განცხადებისას, კომპანიამ სხვადასხვა ინიციატივის შესახებ ისაუბრა. მაგალითად, 2025 წლისთვის, CMA CGM-ი ჯგუფი ბიომეთანის გათხევადებისა და წარმოების პროექტს შეიმუშავებს. საწყის ეტაპზე, პროექტის დახმარებით 100,000 ტონამდე ბიომეთანი გამომუშავდება, 2027 წლისთვის კი წარმოების მოცულობა გაორმაგდება.

გარდა ამისა, ენერგოგიგანტი Engie და სატრანსპორტო კომპანია ერთობლივ გეგმაზეც მუშაობენ, რომლის ფარგლებშიც, 2026 წლიდან საფრანგეთში წელიწადში 11,000 ტონა ბიომეთანის წარმოება დაიწყება.

ცნობისთვის, ბოლო მონაცემებით, CMA CGM-ის მეორე კვარტლის წმინდა მოგება გაორმაგდა და $7.6 მილიარდს მიაღწია. სატრანსპორტო ჯგუფი საადების ოჯახის კერძო საკუთრებაშია.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *