პიკასოდან ლეონარდომდე: ბოლო ათწეულის ყველაზე ძვირადღირებული ხელოვნების ნიმუშები

პიკასოდან ლეონარდომდე: ბოლო ათწეულის ყველაზე ძვირადღირებული ხელოვნების ნიმუშები

Forbes-მა მსოფლიოს ის ათი ყველაზე ძვირადღირებული ხელოვნების ნიმუში გამოაქვეყნა, რომლებიც ბოლო ათწლეულის განმავლობაში სხვადასხვა აუქციონებზე რეკორდულ თანხად გაიყიდა.

2019 წლის ლიდერია კლოდ მონეს 1890–1891 წლებში შესრულებული ფერწერული ტილო “თივის ზვინები”, რომელიც სოტბის აუქციონზე 110.7 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა.

2018 წელს რეკორდულ თანხად გაიყიდა ამადეო მოდელიანის ნამუშევარი “Nu couché (Sur le côté gauche)” ისევ სოტბის აუქციონზე და მისმა ღირებულებამ 157.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

2017 წელს ლეონარდო და ვინჩის ნამუშევარმა “Salvator Mundi” რეკორდი დაამყარა ოდესმე გადახდილი თანხის მხრივ. მისი ნამუშევარი კრისტის აუქციონზე 450.3 მილიონ დოლარად გაიყიდა.

2016 წელს ოპრა ვინფრიმ მის საკუთრებაში არსებული გუსტავ კლიმიტის ტილო “Adele Bloch-Bauer II” ჩინელ კლინეტს 150 მილიონ დოლარად მიყიდა.

2015 წელს ვილემ დე კუნინგის ნამუშევარი “Interchange-ი” 300 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა პირადი გარიგების საფუძველზე. ასევე კერძო გარიგების საფუძველზე გაიყიდა პოლ გოგენის ნამუშევარი “Nafea Faa Ipoipo? (როდის იქორწინებ ჩემზე ?)” და მისმა ღირებულებამ 210 მილიონი აშშ დოალრი შეადგინა.

2013 წელს ასევე კერძო გარიგების საფუძველზე გაიყიდა პაბლო პიკასოს ნამუშევარი “Le Rêve”, მისი ღირებულება 155 მილიონი აშშ დოლარი იყო.

2012 წელი – გუსტავ კლიმტის ფერწერული ტილო “Wasserschlangen II” 183.8 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა, კერძო გარიგება.

2011 წელი – პოლ სეზანის ნამუშევარი “ბანქოს მოთამაშენი“ 250 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა.

2010 წელი – პაბლო პიკასოს ნახატი “Nude, Green Leaves and Bust” 106.5 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა.

წყარო: Forbes

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *