პირველადი სამედიცინო დახმარების განვითარებამ შესაძლოა ჯანმრთელობის კრიზისთან ბრძოლა გაამარტივოს

პირველადი სამედიცინო დახმარების განვითარებამ შესაძლოა ჯანმრთელობის კრიზისთან ბრძოლა გაამარტივოს

COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლამ ჯანდაცვის სისტემის სისუსტეები გამოავლინა და ხაზი გაუსვა პირველადი სამედიცინო დახმარების მნიშვნელობას. მსოფლიო ბანკის უახლესი ანგარიშის მიხედვით, კარგად განვითარებული პირველადი დახმარების სერვისები ჯანმრთელობის კრიზისის ეფექტიანად აღმოფხვრისთვის საჭირო ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია. პაციენტებზე დაკვირვების, ტესტირების, ინფიცირებულის კონტაქტების მოძიებისა და ვაქცინაციის ეფექტიანი მენეჯმენტი ჯანდაცვის სისტემის გადატვირთვის საწინააღმდეგო უმთავრესი მექანიზმია.

ანგარიშში ასევე შეტანილია სახელმწიფოთათვის განკუთვნილი რეკომენდაციები, რომელთა დახმარებითაც შესაძლებელი გახდება ჯანდაცვის სისტემის განვითარება და მდგრადობის გაუმჯობესება. მოსალოდნელია, რომ პირველად სამედიცინო დახმარებაში ინვესტირება და ამ სექტორის ეფექტიანი ტრანსფორმაცია მომავალ ჯანმრთელობის კრიზისებთან გამკლავებას გაამარტივებს.

მსოფლიო ბანკი მზადყოფნას გამოთქვამს, შეიმუშაოს ამ სექტორის განვითარებისთვის საჭირო პროგრამები, რომლებიც მოიაზრებს ფინანსების შემოკრებას, განათლების გავრცელებასა და წარმატებული პოლიტიკის -გასატარებლად სადისკუსიო პლატფორმის შექმნას.

აღსანიშნავია, რომ პანდემიის პერიოდში მსოფლიო ბანკმა 125 მილიარდი დოლარი გამოყო პანდემიის შედეგად გამოწვეული ჯანდაცვის, ეკონომიკური და სოციალური პრობლემების შესამსუბუქებლად. ფინანსური დახმარება 100-ზე მეტმა ქვეყანამ მიიღო. გარდა ამისა, დაბალ- და საშუალოშემოსავლიან ქვეყნებში COVID-19-ის ვაქცინაციის, ტესტირებისა და მკურნალობის ხელშესაწყობად მსოფლიო ბანკმა დამატებით 12 მილიარდი დოლარი გაიღო.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *