პორტებში ტვირთბრუნვის ზრდა დაფიქსირდა

პორტებში ტვირთბრუნვის ზრდა დაფიქსირდა

საქართველოს პორტებში წლებია ტვირთბრუნვას შემცირების ტენდენცია აქვს.

წლის პირველ ხუთ თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოს დერეფანში გადაზიდული ტვირთების რაოდენობა 0.3 მლნ ტონით გაიზარდა და 15 მლნ ტონა შეადგინა.

ამასთან, გაიზარდა საზღვაო ნავსადგურებსა და საზღვაო ტერმინალებში გადაზიდული ტვირთების მოცულობაც და მან წლის პირველ ხუთ თვეში 6.7 მლნ ტონა შეადგინა, რაც მცირედით – 0.2 მლნ ტონით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

საქართველოს პორტებში წლებია ტვირთბრუნვას შემცირების ტენდენცია აქვს.

პორტების მიერ გადამუშავებული ტვირთების რაოდენობა:

  • 2018 წელი – 15.1 მლნ ტონა

  • 2017 წელი – 16.3 მლნ ტონა

  • 2016 წელი – 17.6 მლნ ტონა

აზრდილია პორტებში გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობაც და მან წლის პირველ ხუთ თვეში 232 160 TEU ერთეული შეადგინა. გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობა ბოლო რამდენიმე წელია ზრდის დინამიკით ხასიათდება:

  • 2018 წელი – 453 938 TEU

  • 2017 წელი – 394 787 TEU

  • 2016 წელი – 329 805 TEU

პორტების მიხედვით გადამუშავებული ტვირთების მოცულობა შემდეგია:

  • ფოთის საზღვაო ნავსადგური – 3.4 მლნ ტონა (ზრდა 0.8 მლნ ტონა)

  • ყულევის საზღვაო ტერმინალი – 0.6 მლნ ტონა

  • ბათუმის საზღვაო ნავსადგური – 1.3 მლნ ტონა (შემცირდა 0.2 მლნ ტონით)

  • სუფსის საზღვაო ნავსადგური – 1.4 მლნ ტონა (შემცირდა 0.4 მლნ ტონით)

2018 წელს, 2017 წელთან შედარებით, საქართველოში სატრანსპორტო დარგების მიერ გადაზიდული ტვირთების მოცულობა 0.4 მლნ ტონით შემცირდა და 4.1 მლნ ტონა შეადგინა. ბოლო 5 წელში კი საქართველოში ტვირთბრუნვა 5.3 მლნ ტონითაა შემცირებული.

ეკონომიკის სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, გასულ წელს გადამუშავებული ტვირთების მოცულობა საქართველოს ოთხივე პორტსა და ნავსადგურში შემცირდა.