Prada-მ და Zegna-მ ტრიკოტაჟის ფირმა Fedeli-ის წილი შეისყიდეს

Prada-მ და Zegna-მ ტრიკოტაჟის ფირმა Fedeli-ის წილი შეისყიდეს

მოდის სახლებმა Prada-მ და Zegna-მ ტრიკოტაჟის ფირმა Luigi Fedeli e Figlio-ში მინორიტარული წილი შეისყიდეს. იტალიურ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება მაღალი მოდისთვის ხარისხიანი ნაქსოვი ტანსაცმლის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.

შეთანხმების ფარგლებში, ძვირად ღირებული მოდის სახლები Fedeli-ში 15%-15%-იან წილს მიიღებენ, ხოლო ლუიჯი ფედელი, კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, საკუთრების უმსხვილეს, 70%-იან წილს შეინარჩუნებს. გარდა ამისა, ფედელი კომპანიაში დაკავებულ თანამდებობაზე მუშაობასაც კვლავინდებურად განაგრძობს. გარიგების სხვა დეტალები ამ ეტაპისთვის უცნობია.

Prada Group-ის თავმჯდომარის, პატრიციო ბერტელის შეფასებით, Fedeli-ისთან გაფორმებული შეთანხმება, ქსოვაში იტალიური ცოდნისა და ტრადიციის შესანარჩუნებლად განხორციელებული სტრატეგიული ინვესტიციაა. კომპანიების ერთობლივი განცხადების თანახმად, Fedeli-ს საბჭოში, ბერტელი და Zegna-ს მთავარი უფროსი ერმენეჯილდო ძენია დაინიშნებიან.

იტალია ცნობილია ქსოვის მდიდარი მემკვიდრეობით და მრავალი მცირე მწარმოებლის სახლია, რომლებიც დომინირებენ ძვირად ღირებული ტანსაცმლისა და ტყავის ნაწარმის გლობალურ ბიზნესში. რაც შეეხება Fedeli-ს, ის 1934 წელს იტალიის ქალაქ მონცაში დაარსდა და სამი თაობის განმავლობაში, ფედელების ოჯახის მიერ იმართება. ტრიკოტაჟის ფირმა გამორჩეულია როგორც ნაქსოვი ტანისამოსით, ასევე პერმიუმ-ხარისხის ძაფებით.