პრემიერი სამინისტროებს ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენებისკენ მოუწოდებს

პრემიერი სამინისტროებს ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენებისკენ მოუწოდებს

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე საჯარო სერვისებში ბლოკჩეინის უფრო ფართოდ დანერგვის აუცილებლობაზე საუბრობს და სამინისტროებს რეფორმების განხორციელების პროცესში მსგავსი ტექნოლოგიების გამოყენებისკენ მოუწოდებს.

2017 წელს ბლოკჩეინის გამოყენება იუსტიციის საჯარო რეესტრმა დაიწყო, შემდეგი უწყება, რომელიც ბლოკჩეინზე დაფუძნებულ საჯარო სერვისებს წარადგენს ფინანსთა სამინისტრო იქნება, რომელიც საბაჟო დოკუმენტების ბლოკჩეინში გადატანას გეგმავს.

“2017 წელს საქართველო გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც დანერგა ბლოკჩეინი სახელმწიფო სერვისებში. მიწის რეგისტრაციის რეფორმა იყო ის საპილოტე პროექტი, რომელშიც დაინერგა ბლოკჩეინის ტექნოლოგია. ეს გახლავთ კიდევ ერთი დასტური, რომ ინოვაციური მიდგომების გამოყენება ჩვენს რეფორმებში არის ძალიან მნიშვნელოვანი. ბლოკჩეინი ნიშნავს იმას, რომ მონაცემების შეცვლა, გადაწერა და უკანონოდ გამოყენება თითქმის შეუძლებელია. ეს არის გარანტია, რომ ჩვენი მონაცემების დაცვის სტანდარტი არის უმაღლესი. სწორედ მსგავსი ტექნოლოგიების გამოყენებით, ჩვენ უნდა შევძლოთ და მოვახერხოთ საქართველოს ციფრული ტრანსფორმაცია. ჩემი მიდგომა და ჩემი მოწოდება თითოეული სამინისტროს მიმართ გახლავთ ის, რომ რეფორმებში, რომლებიც 2019 წელს დაინერგება საქართველოში, გამოყენებული იყოს მსგავსი ტექნოლოგიები”, – ამბობს პრემიერ-მინისტრი ბახტაძე.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.