ამერიკული ანალიტიკური და საკონსულტაციო კომპანია Gallup-ის ბოლო კვლევის მიხედვით, საქართველოში თანამშრომლების 70% საკუთარი სამსახურით უკმაყოფილოა, მათგან 20%-ს კი აქტიურად სძულს სამუშაო ადგილი, რაც კომპანიასა ან უფროსზე ნეგატიური საუბრით გამოიხატება. ლიდერშიფის როლი სწორედ მსგავს სიტუაციებშია მნიშვნელოვანი, რისი სწავლის შესაძლებლობაც ქართველ ლიდერებს Leo Institute-ის ერთწლიანი პროგრამით უკვე შეუძლიათ. პროგრამა, რომლითაც NASA-ს, Shell-ის, Boeing-ის და VISA-ს ლიდერშიფი ვითარდება, უკვე საქართველოშია.
New Leader Academy არის ერთწლიანი პროგრამა მენეჯმენტის ჯგუფებისა და ლიდერებისთვის, ვისაც სურთ, ისწავლონ, როგორ ააშენონ კულტურა, სადაც თანამშრომლები პოტენციალის მაქსიმალურად გამოვლენას მოახერხებენ. სიხარულით გაიღვიძებენ დილით, სამსახურში იგრძნობენ, რომ მათი სჯერათ და ენდობიან, რომ აფასებენ და საღამოს სახლში კმაყოფილების შეგრძნებით დაბრუნდებიან, რადგან იციან, რომ წვლილი შეიტანეს რაღაც დიდ და მათთვის ძვირფას საქმეში.
აღსანიშნავია, რომ „ლეო მეთოდოლოგია“ მსოფლიოს ისეთ საუკეთესო ბიზნესსკოლებშია აღიარებული, როგორიც Harvard-ი და MIT-ია.
„ლეო ინსტიტუტმა“ ბოლო წლის მანძილზე არაერთი კვლევა ჩაატარა და იმუშავა, რომ პროგრამა ქართული კულტურისა და ქართველი ბიზნესლიდერების საჭიროებებზეც მოერგო. პროგრამა უკვე მზადაა და დაწყებულია რეგისტრაციაც.
როგორც პროგრამის წარმომადგენლებმა Forbes Georgia-ს აცნობეს, რეგისტრაცია 2021 წლის ივნისის ჩათვლითაა შესაძლებელი. უშუალოდ კურსი კი სექტემბერში დაიწყება. საქართველოში პროექტის პარტნიორია თბილისის ღია უნივერსიტეტი.