პროკურატურამ ხაზარაძის და ჯაფარიძის საქმეზე სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით მიმართა

პროკურატურამ ხაზარაძის და ჯაფარიძის საქმეზე სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით მიმართა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით მიმართა.

პროკურატურა არ აკონკრეტებს, აღკვეთის რა ღონისძიებას – პატიმრობას თუ გირაოს მოითხოვენ ხაზარაძისა და ჯაფარიძის მიმართ.

მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს 24 ივლისს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და მე-3 ნაწილის „გ” ქვეპუნქტით)

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.