პუტინის განკარგულებით, მომდევნო არჩევნებზე ხმის ონლაინ მიცემა მთელ რუსეთში დაიშვება

პუტინის განკარგულებით, მომდევნო არჩევნებზე ხმის ონლაინ მიცემა მთელ რუსეთში დაიშვება

გუშინ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ელექტრონული ხმის მიცემის პროცედურების შესახებ კანონს მოაწერა ხელი. გასულ წელს, საპარლამენტო არჩევნების დროს ონლაინ ხმის მიცემის სისტემა არაერთმა დამარცხებულმა კანდიდატმა გააკრიტიკა. თუმცა, პრეზიდენტის განკარგულებით შემდეგ არჩევნებზე ეს სისტემა მთელ რუსეთში იქნება ხელმისაწვდომი.

შარშან, მოსკოვში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხებულ კანდიდატთა კოალიციამ ონლაინ სისტემას არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენა დააბრალა და გადაწყვიტა შედეგები სამართლებრივი გზებითა და საზოგადოების წნეხით გაესაჩივრებინა.

თუკი აქამდე ონლაინ ხმის მიცემის უფლებით მხოლოდ რამდენიმე რეგიონში სარგებლობდნენ, ახლა სისტემას როგორც არჩევნებში, ისე რეფერენდუმებში, ეროვნულ და რეგიონულ დონეებზეც გამოიყენებენ.

უნდა ვივარაუდოთ, რომ ვლადიმერ პუტინის ეს გადაწყვეტილება საზოგადოების ყურადღების საგარეო მოვლენებიდან შიდა საკითხებზე გადატანას ემსახურება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *