უკრაინაში Starlink-ი ყველაზე ხშირად ჩამოტვირთვადი აპლიკაცია გახდა

უკრაინაში Starlink-ი ყველაზე ხშირად ჩამოტვირთვადი აპლიკაცია გახდა

აპლიკაცია, რომელიც ადამიანებს საშუალებას აძლევს წვდომა მიიღონ ილონ მასკის კომპანია SpaceX-ის მიერ მოწოდებულ თანამგზავრზე დაფუძნებულ ინტერნეტსერვისზე, მსოფლიოში მზარდი მოთხოვნით სარგებლობს. აღსანიშნავია, რომ კვირას ის დღის განმავლობაში App Store-იდან ყველაზე მეტჯერ ჩამოტვირთული აპლიკაცია გახდა უკრაინაში და Sensor Tower-ის თანახმად, მოწინავე პოზიცია ორშაბათს შუადღის მონაცემებითაც შეინარჩუნა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კვირას App Store-დან და Google Play-დან Starlink-ის აპლიკაციის ინსტალაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა გლობალურად. როგორც ცნობილია, უმეტესად სწორედ უკრაინის ხარჯზე. ზემოხსენებულ დღეს ის მსოფლიოს მასშტაბით საერთო ჯამში დაახლოებით 21,000-მა ადამიანმა ჩამოტვირთა.

Sensor Tower-ის ინფორმაციით, ბოლო ორ კვირაში აღნიშნული აპლიკაციის გლობალური ჩამოტვირთვების რაოდენობა 3-ჯერ გაიზარდა. ამას გარდა, მათივე ცნობით, მას შემდეგ, რაც Starlink-ის ინტერნეტსერვისი უკრაინის ტერიტორიაზე გახდა ხელმისაწვდომი, ის App Store-იდან და Google Play-დან ქვეყანაში თითქმის 100,000-ჯერ ჩამოტვირთეს.

შეგახსენებთ, რომ SpaceX-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა უკრაინის ვიცე-პრემიერის, მიხაილო ფიოდოროვის თხოვნის შემდეგ ქვეყნის ტერიტორიაზე Starlink-ის სატელიტური ინტერნეტი 27 თებერვალს ჩართო და მალევე სახელმწიფოს მასთან დასაკავშირებლად საჭირო ტერმინალები გაუგზავნა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *