ქართული ენისთვის Microsoft-ის ხელოვნური ინტელექტი გაიხსნა

ქართული ენისთვის Microsoft-ის ხელოვნური ინტელექტი გაიხსნა

Microsoft-ის ხელოვნური ინტელექტი ქართული ენისთვის გაიხსნა. განათლების სამინისტროს ცნობით, მასში უკვე არსებობს მილიონი ქართული წინადადება. იმისთვის, რომ Microsoft-ის პროგრამებში ქართული ენის ინტეგრირება სრულფასოვნად მოხდეს, აუცილებელია ქართული წინადადებების ინგლისურად თარგმნა.

შეგახსენებთ, რომ მსგავს პროექტს ორი წელია ახორციელებს თიბისი ბანკიც, სახელწოდებით “ქართულად”.

მაიკროსოფტის რეგიონულმა დირექტორმა, გენერალურმა მენეჯერმა კალინ დიმტჩევმა საქართველოში განათლების რეფორმა ტექნოლოგიების მიმართულებით დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ მთავრობას გააჩნია ამბიციური და პროგრესული გეგმა, თუ როგორ უპასუხოს ციფრულ გამოწვევებს თანამედროვე ეპოქაში.

“განათლების სამინისტრო უკვე მუშაობს იმაზე, თუ როგორ დანერგოს ციფრული ტექნოლოგიები სასწავლო პროცესში, გააზრებული აქვს, თუ რა გავლენა ექნება მას სწავლების ხარისხზე. ჩვენ ციფრულ სამყაროში ვცხოვრობთ. განათლების სისტემამ ამ გამოწვევებს სათანადოდ უნდა უპასუხოს. ეს იქნება სამომავლოდ წინ გადადგმული ნაბიჯი და ყველა სტუდენტის, პედაგოგის წარმატების წინაპირობა.

ჩვენ გვაქვს მაიკროსოფტი და არაერთხელ დავამტკიცეთ, თუ რა მნიშვნელობა აქვს მას სწავლების პროცესში. გვყავს ათასობით მომხმარებელი და მათი რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. უკვე მოხდა ქართული ენის ინტეგრაცია ხელოვნური ინტელექტში. თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართულებით საქართველოსთან თანამშრომლობა ძალიან ნაყოფიერი იქნება, ვინაიდან ჩვენ გვაქვს უზარმაზარი გამოცდილება”, – განაცხადა კალინ დიმტჩევმა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *