ქართული ღვინო 2020 წლის საუკეთესო დასაგემოვნებელთა შორისაა

ქართული ღვინო 2020 წლის საუკეთესო დასაგემოვნებელთა შორისაა

ამერიკულმა Forbes-მა საუკეთესო ღვინოები დაასახელა, რომელიც 2020 წელს აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ. ჩამონათვალში მოხვდა ქართული ღვინოც.

გამოცემა ქართულ ღვინოს ახასიათებს როგორც უძველეს ალკოჰოლურ სასმელს და ურჩევს მკითხველს აუცილებლად ეწვიოს საქართველოს 2020 წელს, რაც მათ მისცემთ შესაძლებლობას თავად გაეცნონ ღვინის დაყენების მეთოდოლოგიას, ყურძნის ძველ ჯიშებს და ღვინის კულტურის წარმოშობას.

Forbes-ის მიერ გამოკითხული სომელიეების ჯგუფი ასევე რეკომენდაციას უწევს ღვნის კლასიკურ ქვეყნებს. როგორიც საფრანგეთი და იტალიაა. საუკეთესო ღვინოებს შორის ასევვე დასახელდა სომხური, ბერძნული, ლიბანური, ამერიკული, ესპანური და ჩინური  ღვინოები.

Forbes-ი 2020 წელს მკითხველს ურჩვვს დააგემოვნოს შედარებით მივიწყებული ყურძნის ჯიშებისგან დაყენებული ღვინოც, როგორიც არის ქართული მესხური, ფრანგული Bordeaux-ი, შვეიცარული Diolle-ი და ფრანგული Verdesse-ი. 

გამოცემა დამაინტრიგებელ აღმოჩენებს გვპირდება ამერიკულ ღვინსოთან დაკავშირებით, რომლის გასინჯვაც შესაძლებელია ვირჯინიის, არიზონას, პენსილვანიის და მიჩიგანის ვენახებიდან. Forbes-ი იქვე აღნიშნავს, რომ ღვინის ტრადიცები შედარებით უფრო ახალგაზრდაა აშშ-ში და განვითრაების პროცესშია.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *