2018 წელს საქართველოდან ექსპორტმა საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 3 362.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 22.9%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
ამავე პერიოდში ექსპორტმა რეექსპორტის გარეშე 2 297.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 11.0 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.
საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელდა 730.3 მლნ. აშშ დოლარის ექსპორტი, რაც 11.5 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 21.7 პროცენტს შეადგენს. რაც შეეხება დსთ-ს ქვეყნებს, ექსპორტმა 1 677.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 41.6 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 49.9 პროცენტს შეადგენს.
2018 წელს უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: აზერბაიჯანი (502.7 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (437.3 მლნ. აშშ დოლარი) და სომხეთი (284.9 მლნ. აშშ დოლარი).
სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 504.1 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 15.0 პროცენტს შეადგინს. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები, 408.9 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 12.2 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები, 352.6 მლნ. აშშ დოლარით (10.5 პროცენტი).
რაც შეეხება საქართველოს უმსხვილეს ექსპორტიორ ქვეყნებს, პირველი ათეული შემდეგია:
- აიდიეს ბორჯომი
საქმიანობა: მინერალური წყალი „ბორჯომის“ ჩამოსხმა და წარმოება
შემოსავალი და საექსპორტო ბაზრები: კომპანიამ 2017 წელს 108 მლნ ლარის პროდუქცია გაყიდა, რაც წლიურად 21 მლნ ლარით გაზრდილი მაჩვენებელია. კომპანია პროდუქციას ყიდის როგორც საქართველოს, ისე საექსპორტო ბაზრებზე, როგორიცაა მაგალითად: რუსეთი, უკრაინა, ბალტიისპირეთის ქვეყნები, ყაზახეთი და სხვა. 2017 წელს კომპანიის ამონაგების ყველაზე დიდი წილი რუსეთის ბაზარზე მოდიოდა – $45 მლნ დოლარი, შემდეგ მოდის ბელარუსი 6 მლნ დოლარით და ყაზახეთი 4.7 მლნ დოლარით.
- სს RMG Copper
საქმიანობა: ფერადი ლითონების წარმოება
- შპს RMG Gold
საქმიანობა: ძვირფასი ლითონების და ქვების წარმოება
შემოსავალი და საექსპორტო ბაზრები: კომპანიამ 2017 წელს 74.2 მლნ ლარის მთლიანი მოგება მიიღო, რაც წლიურად 18.9 მლნ ლარით შემცირებული მაჩვენებელია. ხოლო კომპანიის წმინდა ზარალმა კი 16.7 მლნ ლარი შეადგინა. 2025 წლისთვის კომპანია 8,9 მილიონი ტონის ოდენობის მადნის მოპოვებას გეგმავს, რომელშიც ოქროს შემცველობა იგეგმება 178 ათასი უნციის ოდენობით, ხოლო სპილენძის შემცველობა 28 ათასი ტონის ოდენობით.
- ჯორჯიან მანგანეზი
საქმიანობა: მანგანუმის მოპოვება; სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება, გადამუშავება; ფეროშენადნობი მასალებისა და ფოლადის წარმოება
- ტოიოტა კავკასია და ცენტრალური აზია
საქმიანობა: ავტომობილებით ვაჭრობა
შემოსავალი და მოგება: კომპანია ტოიოტა კავკასიამ 2017 წელს 7.5 მლნ ლარის მოგება მიიღო. კომპანიის მშობელი საწარმო და საბოლოო მაკონტროლებელი მხარეა „ტოიოტა ცუშო კორპორაცია“, რომელიც მისი აქციების 100%-ს ფლობს. კომპანიის ძირითადი ბიზნეს-საქმიანობაა Toyota Tsusho Corporation-სა და Toyota Motor Europe-გან ტოიოტას ავტომანქანებისა და სათადარიგო ნაწილების შესყიდვა მათი საბითუმოდ მიყიდვა კავკასიის რეგიონში მოქმედი ავტორიზებული დილერებისათვის. კომპანიის ამონაგების უდიდესი წილი ავტომობილების გაყიდვაზე მოდის – 139 მლნ ლარი, ხოლო ავტომობილების ნაწილების გაყიდვაზე კი 6.5 მლნ ლარი მოდის.
- რუსთავის აზოტი
საქმიანობა: აზოტის, ქიმიური პროდუქციისა და ნედლეულის წარმოება
- ჯეი თი აი კავკასუს
საქმიანობა: კომპანია 2011 წლიდან ოპერირებს. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია ნიდერლანდებში რეგისტრირებული საწარმო „JT international Holding B.V“, რომელიც საბოლოოდ კონტროლდება იაპონური დედა კომპანიის „Japan Tobacco Inc“-ის მიერ. შპს ჯეი თი აი კავკასუსი საქმიანობს საქართველოსა და აზერბაიჯანის ბაზრებზე. კომპანია აზერბაიჯანში ადგილობრივ დისტრიბუტორს აწვდის თამბაქოს ნაწარმს. კომპანია აზერბაიჯანში ყიდის თამბაქოს შემდეგ ბრენდებს: ელდი, ვინსტონი, სობრანიე, ქემელი, მორი.
მოგება: 27.1 მლნ ლარი (2017 წ.)
- ბიეითი იუქეი ენდ ექსპორტ ლიმითედის საქართველოს წარმომადგენლობითი ოფისი
- შპს ნიკაფარმ
საქმიანობა: სამედიცინო პროდუქციის წარმოება. ყაზახური კომპანიის საქართველოს წარმომადგენლობა.
- შპს “Caucasian Metals Terminal”
საქმიანობა: შ.პ.ს Caucasian Metals Terminal’’-ი ჩამოყალიბდა 2013 წლის მარტში. ტერმინალის ტერიტორია მოიცავს 18000 კვ. მეტრს, დახურული და ღია საწყობებით, წელიწადში 400 000 ტონა ტვირთის მოცულობის სიმძლავრით. ტერმინალი ახორციელებს როგორც ნაყარი და გენერალური, ასევე საკონტეინერო ტვირთების გადამუშავებას.
კომპანიების სია არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით, ამასთან მათ უმეტესობას ჯერ-ჯერობით არ გამოუქვეყნებიათ 2018 წლის ფინანსური მაჩვენებლები.
2018 წლის საქართველოს უმსხვილეს ექსპორტიორ კომპანიებს შორის 3 ახალი კომპანიაა: შპს ნიკაფარმი, ბიეითი იუქეი ენდ ექსპორტ ლიმითედი და ჯეი თი აი კავკასუსი, რომლებმაც ათეულში შემდეგი კომპანიები ჩაანაცვლეს: აჭარა ტექსტილი, ფარმა ლოგისტიკი და შპს ჯეოსპირტპრომი.
რაც შეება ქართული პროდუქციის უმსვილეს ექსპორტიორ კომპანიებს (რეექსპორტის გამოკლებით), მათი ათეული შემდეგია:
კახური ტრადიციული მეღვინეობა
საქმიანობა: ღვინის წარმოება და რეალიზება
აიდიეს ბორჯომი საქართველო
საქმიანობა: მინერალური წყლის ბორჯომი ჩამოსხმა და რეალიზება
RMG Copper
საქმიანობა: ფერადი ლითონების წარმოება
RMG Gold
საქმიანობა: ძვირფასი ლითონების და ქვების წარმოება
ჯორჯიან მანგანეზი
საქმიანობა: მანგანუმის მოპოვება; სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება, გადამუშავება; ფეროშენადნობი მასალებისა და ფოლადის წარმოება
აჭარა ტექსტილე
საქმიანობა: სამკერვალო ფაბრიკები და ატელიები
შპს Bolero & Company
საქმიანობა: ალკოჰოლური სასმელების წარმოება და რეალიზება
ერთობლივი საწარმო “აზფენ”-ის საქართველოს ფილიალი
საქმიანობა: აზერბაიჯანული კომპანია საქართველოში საქმიანობა: მშენებლობა
რუსთავის აზოტი
საქმიანობა: აზოტის, ქიმიური პროდუქციისა და ნედლეულის წარმოება
შპს “Caucasian Metals Terminal”
საქმიანობა: ტვირთის გადაზიდვისა და შენახვის მომსახურებები