ქართული სტარტაპების დემო დღე მადრიდში

ქართული სტარტაპების დემო დღე მადრიდში

Impact Hub Tbilisi-ს სტარტაპ აქსელერატორის მონაწილე გუნდები საერთაშორისო ბუთქემფზე მადრიდში იმყოფებოდნენ. Google for Startups-ის მადრიდის კამპუსმა ქართული სტარტაპების დემო დღეს უმასპინძლა, რომელშიც მონაწილეობა 8 ქართულმა სტარტაპმა მიიღო. დამფუძნებლებმა თავიანთი პროდუქტები ევროპული სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლებს და სხვა მოწვეულ სტუმრებს გააცნეს.

სტარტაპები სამი დღის განმავლობაში ესწრებოდნენ ტრენინგებს, რომელსაც ადგილობრივი ექსპერტები და მენტორები უძღვებოდნენ. გუნდებმა გაიზიარეს საერთაშორისო გამოცდილება და გაეცნენ მადრიდის წარმატებულ და ინოვაციურ სამეწარმეო ეკოსისტემას.

“საერთაშორისო ბუთქემფმა მადრიდში წარმატებით ჩაიარა, ტრენინგების განმავლობაში მონაწილეებმა მიიღეს მნიშვნელოვანი რჩევები და რეკომენდაციები საერთაშორისო მენტორებისგან, ჰქონდათ შესაძლებლობა დაემყარებინათ კონტაქტები ესპანური სტარტაპ ეკოსისტემის მნიშვნელოვან წარმომადგენლებთან, ასევე მიიღეს სტარტაპის წარდგენის გამოცდილება საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე. დარწმუნებული ვართ, რომ გამოცდილება, რომელიც ჩვენი აქსელერატორის მონაწილე გუნდებმა Google for Startups-ში მიიღეს, ფასდაუდებელი იქნება მათი მომავალი წარმატების ფორმირებაში”, – აღნიშნა ქეთი ებანოიძემ, Impact Hub Tbilisi-ს თანადამფუძნებელმა.

მონაწილე სტარტაპები:

  • Aloha – მობილური აპლიკაცია, რომელიც HoReCa სექტორს ეხმარება მომხმარებელთა ლოიალობის გაზრდაში.
  • Altera– პროგრამული უზრუნველყოფა მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, რომელიც ფინანსური მონაცემების ანალიზის საფუძველზე განსაზღვრავს საგადასახადო შეუსაბამობის რისკებს და სთავაზობს მათი გამოსწორების გზებს.
  • Hiera – პროექტების მენეჯმენტის მართვის ეფექტური პლატფორმა ინტერიერის დიზაინერებისთვის.
  • Klics– ჩვენ ვეხმარებით საშუალო და დიდი ზომის იქომერს და რითეილ ბიზნესებს კონვერსიის 30%-ით გაზრდაში, მარკეტინგული გემიფიცირებული კამპანიებითა და რეკლამებით და კონვერსიის პროგნოზირებადი სისტემის საშუალებით.
  • Quissly– ელ.კომერციის ბუნებრივ ენაზე მოსაუბრე თანამგზავრი, რომელიც ეხმარება ელ. კომერციის მაღაზიებს გაყიდვების გაზრდაში, მათი მომხმარებლებისთვის სასურველი შეთავაზებების მეშვეობით.
  • SHARA– აპლიკაცია ჯირას მარკეტფლეისზე, რომელიც პრობლემების და დაბრკოლებების სწრაფი აღმოჩენით და სწორი რეკომენდაციების გაცემით, ეხმარება ორგანიზაციებს სწრაფ და ეფექტურ ეჯაილ ტრანსფორმაციში.
  • Skippit – SaaS პლატფორმა მცირე და საშუალო ზომის პროფესიული სერვისის პროვაიდერი კომპანიებისთვის. ადამიანური რესურსებისა და პროექტების კომერციული ინფორმაციის ერთ პლატფორმაზე სინქრონიზაციით, მმართველ გუნდს აქვს შესაძლებლობა მონაცემებზე დაყრდნობით მიიღოს სტრატეგიული გადაწყვეტილებები და გაზარდოს ბიზნესის მომგებიანობა.
  • Strivvy– ონლაინ მარკეტფლეისი ვიდეო თამაშების ქოუჩინგისთვის, რომელიც გეიმერებს ბიუჯეტური ქოუჩების პოვნაში ეხმარება და აკავშირებს გამოცდილ გეიმერებთან, რომელთაც ფულის გამომუშავება სურთ.

Impact Hub Tbilisi-ს სტარტაპ აქსლერატორი 2021 წელს, Impact Hub Tbilisi-ის საინიციატივო გუნდის მიერ დაარსდა, რომელმაც სპეციალური გადამზადების კურსი გაიარა წამყვან საერთაშორისო აქსელერაციის პროგრამაში და მიღებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით ჩამოაყალიბა ლოკალური აქსელერაციის პროგრამა, რომელიც ადგილობრივი სტარტაპ ეკოსისტემის გამოწვევებს ჰპასუხობს. ამ ხნის განმავლობაში პროგრამაში ჩაერთო ხუთი ნაკადი, ჯამში 103 სტარტაპი. მონაწილე გუნდებმა,  მთლიანობაში 2 მილიონ ევროზე მეტი ინვესტიცია/გრანტი მოიპოვეს.

S