2024 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 6.6 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.7 პროცენტით ნაკლებია.
ექსპორტი 1.8 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს (შემცირდა 10.1 პროცენტით), ხოლო იმპორტი 4.8 მლრდ აშშ დოლარს (გაიზარდა 0.3 პროცენტით).
აღსანიშნავია, რომ საექსპორტო პარტნიორ ქვეყნებს შორის პირველ ადგილზეა ყირგიზეთი. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ამ აზიურ ქვეყანაში ექსპორტი წლიურად 102.4 პროცენტითაა გაზრდილი და 291.6 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.
გასაკვირი არაა, რომ ყირგიზეთში ექსორტი მსუბუქი ავტომობილების ხარჯზეა გაზრდილი – თუ წინა წელს 87 მლნ აშშ დოლარის მსუბუქი ავტომობილები გავიდა ექსპორტით, წელს მაჩვენებელი 222 მლნ აშშ დოლარს აღწევს და ზრდა 155.2 პროცენტს შეადგენს.
მეორე ადგილზეა სიგარები, სიგარილები და სიგარეტები 7.4 მლნ აშშ დოლარით (ზრდა 42.3 პროცენტი), ხოლო მესამეზე დაფასოებული სამკურნალო საშუალებები 1.2 მლნ აშშ დოლარით (ზრდა 52 პროცენტი)
იხილეთ ასევე: